და რას ვარჩევთ ეხლა ჩვენ (თქვენ) აქ?
ვითამაშოთ თუ არა გრძნობებზე, თანაც სხვის გრძნობებზე?
1. ყველა თამაშობს სხვის გრძნობებზე ეხლავე ავხსნი რატომ,
თამაში ემოციებზე არ ნიშნავს მაინცდამაინც სასიყვარულო და რომანტიკული ემოციებით მანიპულირებას
ორნი რომ ზიხართ მაგიდასთან და ეუბნები აუ სიხარულო გეხვეწები , ადექი წყალი მომიტანეო, ეს არ არის გრძნობებზე თამაში?

ანუ იყენებ იმას, რომ მისთვის უარის თქმა (შენთვის) ძნელია.
თუნდაც რა წარმოიდგინეთ იცით? აი, მაგალითად გინდა შენს სასარგებლოდ განაწყო ადამიანი, ამ დროს მის შეხედულებებს რაღაც საკითხზე არ იზიარებ, მაგრამ
გჭირდება ეგ კაცი (ქალი) და უქნევ გაღიმებულ-გაბადრული სახით თავს.
გრძნობებუზე თამაში არ არის ვიღაცას რომ უხსნი რატომ უნდა წამოვიდეს ან არ წამოვიდეს მიტინგზე? არწმუნებ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკოსის სიავკარგეში, მოგყავს არგუმენტები. მანიპულირებ (უფრო სწორედ სპეკულიანტობ) სამშობლოთი, ერით და ა.შ.
კიდევ და კიდევ უამრავ მაგალითს მოვიყვანდი რომ არ მეზარებოდეს ეხლა.
ასე რომ ველოსიპედის გამოგონებას არ გირჩევთ, ისედაც არსებობს
ყველა ჩვენთაგანში ლიცემერი თვლემს