კაი მოვყვები
ერთხანს ძლიერ შეყვარებული გახლდით ჰოოოდა ვინაიდან ჩემს ტურფას ძლიერ ევასებოდა ხინკალი (ჩემზე მეტს ჭამდა)

დავპატიჯე ხინკლის ჰაუზში . იქ პივა, არაყი და მეტი რა გვინდოდა კარგა ჩავკაიფდით
მანამდე სიყვარული არ მქონდა ჯერ ახსნილი მაგრამ იმპულსებს ვაგზავნიდი და ვაგრძნობინებდი ყველა ფრონტიდან ჩემს წმინდა ზრახვებს . ჰოდა დადგა ჟამი სახლში წასვლისა, გამოვედით და გადავწყვიტეთ თავისუფლების მეტრომდე ფეხით ჩავსულვიყავით
თან მე ჩემ სტიქიაში ვარ და გეგმებს ვაწყობ სიყვარულის ახსნისა , ძლივს გავაკეთე მონახაზი, დავგეგმე სტრატეგია . შევთავაზე ქაშუეთის ეკლესიაში შესვლა და გამოსვლისას ეკლესიის ეზოში მინდოდა სიყვარულის ახსნა
და უცებ წინ გადმოგვიხტნენ ციგნის ბავშვები (მდგომარეობა დაიძაბა) , გვეხვევიან გარს და ხურდას გვთხოვენ . ამოვიღე ჯიბიდან ხურდები და ერთ ბავშვს მივეცი ,ამ ჩემისამ არიქა და შედრი ძია მოვიდაო და უცბათ 10-12 ბავშვის ალყაში მოვექეცით , ზოგი საიდან მექაჩებოდა და ზოგი საიდან

ბოლოს მოვიდა ერთი 7-8 წლის ბავშვი, საწყალი თვალებით ხელს მიწვდის და რას ვხედავ , საწყალს მტევანი არ აქვს

შემეცოდა, ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფული, ვიფიქრე 2 ლარიანს ვაჩუქებ თქო , იმ ნაბიჭვარმა მიდე მეორე ხელთ რომელზეც მტევანი ქონდა მეცა ხელებში, გამომგლიგა ეს ფული და გაიქცა
ეს დანარჩენი ბავშვები კიდე მექაჩებიან , ის კი გაიქცა და წავიდა
როგორც იქნა მივაღწიეთ ქაშუეთამდე , მოვიკრიბე გამბედაობა, სიტყვები დავალაგე და შევედით ეკლესიაში,
მაგრამ რას ვხედავ !!! მიცვალებული არ ასვენია შუა ეკლესიაში
მაგაზე ლამის სუ გავრეკე
მაშინვე უნდა მივხვედრილიყავი რომ ჩემი ბედი არ იყო ის გოგო , თან ჰოროსკოპითაც არ მერგებოდა თურმე
ბოლოს ქაშუეტის ეზოში ასახსნელი სიყვარული თავისუფლების მეტროს წინ ავხსენი
მერე ცოტახანი ტკბილად და ბედნიერად ვცხოვრობდით , სანამ საშობაო მარხვა არ დაიწყო
