ეხა ცოტა სულიერებას და შემეცნებას შემოვიტან ამ ეროტიულ თემაში

რამეთუ ყველაფრის მიღმა დგას სული და მისი გამოვლინებებთან გვაქვს ყველგან საქმე - ასევე ეროტიკაშიც.
ზეციური იერუსალემის ანუ ადამიანის ჭეშმარიტი სხეულის 12 სულიერი კარიბჭიდან (და ეხა არ დამიწყოთ -ჩამოთვალე და რამე- თვითონ გაანძრიეთ ტვინი

) ორ კარიბჭე განთავსებულია მკერდზე. კაცებს ჯერ დახურული აქვთ, ქალებს კი ბავშვის კვებიდან გამომდინარე გახსნილი - და ძუძუებით ისინი დაკავშირებული არიან კოსმოსთან. ეხა გინდაც გადაყირავდით
ამ განყოფილებაში ერთხელ წავიკითხე , ვიღაც წერდა და ძალიანაც სწორადაც -ქალი ძუძუებით სამყაროს უსმენსო. ხოდა დაახლოებით ეგრეა. გარკვეულ ნაკადებს იღებს და ასხივებს სამყაროში. არსებობს ღვთაებრივი გამოსხივება ძუძუსი, არსებობს ვნებებით სავსე, და არსებობს საზიზღარიც - და ჯანმრთელი ადამიანი ამას სწორად აღიქვამს და აფასებს. ქალიც და კაციც. ძველ იტალიურ ნახატებში ხანდახან ქალს ცალ მკერდზე მთვარე ასვენია- იცოდნენ ძველებმა ბევრი რამ, რაც ჩვენ არც კი მოგვლანდებია.
ბავშვი რომ ძუძუს წოვს რძის გარდა ძალიან დიდ სასიცოცხლო, კოსმიურ ენერგიას იღებს დედისგან ამ გზით. ალერსის დროს კაციც სწორედ ამ სასიცოცხლო ენერგიას, ნაკადს ეხება და სინამდვილეში სწორედ ეს იზიდავს. რაც უფრო განსულიერებულია ადამიანი მით უფრო იწმინდება ვნებისგან და აგზნებისგან ეს მიზიდულობა. ეს კარგად ჩანს მხატვრობაში: ზოგი ძუძუ პორნოგრაფიას ჰგავს და ზოგი -წმინდა ხელოვნებაა. არ მოვიყვან ეხა მაგალითებს- მეზარება.
ხოდა ყოველივე აქედან გამომდინარე -
ძირს ხელოვნური კვება!
ძირს სილიკონის ძუძუები!