ემპერა
ჩვენ, ყველანი, ადამიანები რომ გქვია, ვეძებთ ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხერხებს და საშუალებას.
მოთხოვნილებები თავის მხრივ იყოფიან ორ კატეგორიად , ფიზიკური და სულიერი, ფიზიკური მოთხოვნილებები, შიმშილი, წყურვილი, სექსი და ა. შ, როგორც წესი ითხოვს დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას.
როდესაც გვშია ვეძებთ საკვებს, გვწყურია- სასმელს , გვინდა სექსი-პარტნიორს................ ფიზიკური მოთხოვნილებები ყოველთვის მეორე პლანზე გადასწევს სულიერ მოთხოვნილებებს.
რაც შეეხება სულიერ მოთხოვნილებებს, გრძნობების არსებობა, სიყვარული, მეგობრობის სურვილი, პატივისცემის დამსახურება, საკუთარი არსებობის მნიშვნელობის შეგრძნება, უკვე გვაიძულებს
ვძებოთ ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი გზებისგან განსხვავებული ხერხები, ზოგი პოულობს, ზოგი ვერა, თუმცა ეს სხვა საკითხია.
ანუ ყველანი ვეძებთ გზებს, დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნილებები, რადგანაც უმთავრესი ამოცანა ნებისმიერი ადამიანისა (სულის სიღრმეში მაინც) არის იყოს თავისუფალი, ხოლო როდესაც თან გვდევს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება , მისი ტყვე ვხდებით და სანამ არ დავაკმაყოფილებთ, გვიჭირს სხვა რამეზე ფიქრი და კეთება. არც გამოდის სხვანაირად.
პირადად მე პირწავარდნილი ფროიდისტი გახლავართ , ვთვლი რომ ჩვენი უპირველესი სულიერი და ამვდროულად ფიზიკური მოთხოვნილება ლიბიდოა , ანუ სექსუალური დაკმაყოფილება, თუ ეს არ არის, სხვა არაფერი გამოვა, ხოლო თუ კი ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია , დანარჩენს მწვანე შუქი აქვს ანთებული.
ასე რომ ძირითადად ლიბიდოს ვეძებთ (კარგად დაფიქრდით სანამ იტყვით არაო)
პატივისცემით
უნბესიტო
ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ
This post has been edited by Unbesito on 14 Mar 2009, 06:43