ემპერა ეს შენ პერსონალურად

დაღონებული და მარად სუსტი
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა,
დღესაც შორეულ მეგაბარს ვუცდი
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა
მახსოვ, ცრემლები შენს თვალს უვლიდა
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს
ხარ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის
რომ გყავდეს ბავშვი და იყო "დამა"
სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი თვალებს დანაბავ,
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.
შენი ლოდინი სანამდე გასტანს,
ანდა სანამდე იქნები წმინდა?
რის მიზეზია ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა?
ოთახში ზიხარ შენ ავადმყოფი,
ხან როგრც ბავშვი, ძილს მიეცემი.
სენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი
დაღონებული და მარად სუსტი
სარკესთან ფიქრობ როგორც დიანა
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომლმაც ასე დაიგვიანა
HAG ეს შენ
მესმის შრიალი იდუმალ ძალთა
და მოდის მთვარე ასე ბებერი
და ორთქმავალი კივის ვაგზალთან,
უკვე დაიძრა მატარებელი
ეს თეთრი ღამე მე ისევ მიყვარს
ღამეა თეთრი და ძილი არ მსურს.
და მატარებელს უთუოდ მიჰყავს
ქალი, რომელიც იგონებს წარსულს
გაიხსნა თეთგრი ფიქრების რკალი
და მოგონების წამები ქრიან
და მატარებელს მწუხარე ქალის
თეთრი ხელები თოვლივით მიაქვს
ეს ღამე, ეს ცა მე ისევ მიყვარს
იქ დუმIლია შორეულ ბაღის
და მატარებელს უთუოდ მიყავს
უცნობი ქალი სევდიან სახით.
და ელავს მთვარე ასე ბებერი
და იდუმალი წამები ქრიან.
მიდის საჩქარო მატარებელი
და განშორების დარდები მიაქვს . . .