რეალობაში უფრო მარტივია, ადამიანს ხედავ, უყურებ, გრძნობ, უკეთ ხვდები რა და როგორ. თუ მართლა "აუუუ ეხლა ამას რას გავაპარტახებდი" არ გიტრიალებს თავში, იმასაც მიხვდები ვისთან მისვლა ღირს და იმასაც მიხვდები, როდის უნდა ადგე და წახვიდე. საკუთარ გაუბედავობას სხვებით ნუ გავამართლებთ
miss_pepsiამ დროს, რადგანაც პუბლიკა მეტ ექშენს ითხოვს და ეს უწი-პუწი ძალიან ზღაპარიაო, ასე ამბობენ, შემოდის შენი შეყვარებული, რომელთანაც ნაჩხუბარი ხარ, არადა მე გეკითხებოდი სად სწავლობ, რაზე სწავლობ და ა.შ.
შენი შეყვარებული: ვხედავ მარტო არ ხარ
შენ: ჰო... არა... გაიცანი, ეს ჩემი ახალი ნაცნობია, შოთა (წიპა "შოთა, თქვენ მოჰკალით, ძერა?!"

)
შენი შეყვარებული: გამოდის საკმარისი 5 წუთით მარტო დარჩე და მზად ხარ კაფეში პირველივე შემხვედრს გაეცნო არა?
შენ: კარგი, რა დაგემართა, რა გჭირს, უბრალოდ გამოველაპარაკე... - თავი დახარე და ხელების კანკალი რომ დაგემალა ჩანთის ქვეშ ამოაწყვე.
მე: დამშვიდდით, რატომ აყენებთ შეურაცჰყოფას გოგონას, მე ახლავე ავდგები და წავალ - მე დელიკატურობის განსახიერება ვარ
შენი შეყვარებული: შენ არავინ არ გეკითხება, გაიგე? ძალიანაც კარგი თუ შენით ხვდები რომ უნდა ადგე და წახვიდე! დროზე დაახვიე აქედან, ამ კახპას კი მე მივხედავ! - და შენი შეყვარებული სილას გაგაწნის (ნუ ძაან ბრაზილირიული სერიალია და ბანალური სიუჟეტი, მაგრამ სამაგიეროდ იმას აღარ იტყვით "ინტერნეტია და ლამაზად ხატავთ ყველაფერსო"

)
ნუ ამას ცხადია მოყვება ის, რო მე დავარტყამ
miss_pepsi-ის შეყვარებულს, ატყდება დავიდარება და უბედურება, დავამტვერთ ჭურჭელს და მაგიდას, ქალები კივიან, კაცები გვაშველებენ. რამდენიმე წუთიანი ძიძგილაობის მერე გაგვაშველებენ,
miss_pepsi-ის შეყვარებული მომაძახებს "გიპოვი და დაგმარხავო!" და გავარდება გარეთ. მე კიდე გვარიანად ნაბეგვი სავარძელში ვზივარ და მძიმედ ვსუნთქავ.
miss_pepsi-ი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულა შოკიდან, მოდის და ხელსახოცით დასისხლიანებულ სახეს მწმენდს, თან რაღაცეებს ბურდღუნებს აღელვებული...
ნუ მერე უკვე საინტერესო აღარაა, აქდანვე ცხადია, რო ჩემი და
miss_pepsi-ის ურთიერთობა იმ კაფის გარეთაც გაგრძელდება და ვინ იცის, რამდენჯერ გავიხსენებთ ღიმილით ჩვენს პირველ შეხვედრას.... ჭირი იქა, ლხინი აქა
miss_pepsi ისე ერთი კი მაგარი მხია იმ შენმა შეყვარებულმა, ეხლა რო გამახსენდა თავიდან მეტკინა ყბა....