გთAვაზობთ სასიყვარული კურიოზების გახსენებასერთ კურიოზს ჩემი ცხოვრებიდან მე მოგიყვებით:ვარ 22 წლის, გპი-შნიცა, დევუშკა ვ რასცვეტე სილ, პაემნების სია მაქვს შედგენილი, მარა ერთი ბიჭი მომწონს, ჭკუა მეკეტება და ისიც მთელი გრძნობით მიჟუჟუნებს თვალებს. ვერა და ვერ მოხერხდა ჩვენი გაცნობა.
ამ დროს მოვწონვარ ერთ ყმაწვილს, რომელიც სულ კუდში დამდევს, ლექციიდან გამოვალ, დერეფანშია აყუდებული, გარეთ გამოვალ, გაჩერებაზე დგას და მიღიმის. კაფეში შევალ პაკლოსთან ერთად, მეზობელ მაგიდასთან უკვე ზის. არადა დასანახად ვერ ვიტან.
ჰოდა სიტუაცია, ჩამოვდივარ მესამე საერთულიდან სასწავლო კორპუსში და ვხედავ, პირველი სართულიდან ამოდის ჩემი გულის მწველი და მკვლელი. რა პადხადიაშჩი სიტუაციაა.
მაცვია ფრანცუზსკები, ებრაელებში მამასისხლად ნაყიდი მოკლე ჯინსის იუბკა, ხელში მიჭირავს ორი სქელი წიგნი და ნახაზები ჩასადებითურთ, უფრო შესაფერის სიტუაციას ვერც ვინატრებ.
რა თქმა უნდა წინასწარ ვივარჯიშე პაწა, რომ ისე დავცემულიყავი ამ შპილკებით, რომ არაფერი მეტკინა და..... ახლა დროა შევამოწმო ვარჯიშის შედეგი. ჰოდა ვეცემი ნაზად, ნახაზების ჩასადები მიგორავს კიბეებზე, ჩემი მინავლებული ამოკვნესა, თვალები მივლულე (თუმცა თვალის კუთხიდან დავინახე, საოცნებო ვაჟი როგორ გამოექანა ზემოთ) და მივესვენე წიგნებზე....
წარმოვიდგენ, როგორ ამორბის კიბეებზე სულმოთქმელად, ხელში ავყავარ, მიმაქანებს.... საით არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს....... მართლაც ასე ხდება, ვგრძნობ, რომ ვიღაცამ ამიყვანა ხელში, მიმარბენინებს, მოკლედ მეცხრე ცაზე ვარ სიხარულით.......
დასასრულს ალბათ თქვენც მიხვდით
თვალები გავახილე და რას ვხედავ.............
იმ აუტანელ, იდიოტ, გაუზრდელ, კლიზმა ბიჭს არ ვყავარ ხელში აყვანილიიიიიიიიიიიიიიი
მთელი ძალით რომ ვთხლიშე სიფათშიიი......
გამიშვა ხელი და..... კი დავგორდი კიბეებზე პირველ სართულამდე......