#17533319 · 20 Jan 2010, 18:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ მეც მეხსიერებას ვერ გავიმეტებდი, რა თქმა უნდა ყოფილა ბევრი ცუდიც და კარგიც, ხანდახან ისეთი ცუდიც კი რომ მინატრია ნეტა ამოიშალოსთქო საერთოდ ჩემი მეხსიერებიდან, მაგრამ ამავე დროს ბევრი კარგი ყოფილა და ხანდახან ისე მიჭირს ხოლმე რაღაც დეტალების გახსენება, რომ ვნატრობ რატომ არ შეიძლება ტვინში ისე ჩაწერო მოვლენები ან თუნდაც განცდები რომ არასოდეს ამოიშალოს, აი როგორც ვიდეოთი გადაღებული ზუსტ დეტალებში რომ გახსოვდეს. მოკლედ არ მინდა დრომ წაიღოს ჩემი მოგონებები და განცდები, მინდა სულ ჩემთან იყვნენ და არასოდეს არაფერი დამავიწყდეს, იმიტომ რომ რაც ვარ და რაც ვიქნები უშუალო კავშირშია ჩემ განვლილ ცხოვრებასთან და როცა რაღაცას ივიყებ, შენი თავის რაღაც ნაწილიც გავიწყდება
--------------------
არადა, ცხოვრება ისეთივე მშვენიერია, როგორც სიტყვა "თავისუფლება".....................
|