ჩემთვის ჩემი ცხოვრებისეული პრინციპი არის ჩემი შინაგანი კონსტიტუცია.
ამაზე მაქვს აგებული ყველანაირი წარმოდგენა, ყველანაირი აზრი, რაც კი გამაჩნია.
შენ მთავაზობ, უარი ვთქვა პრინციპზე, ანუ ჩემს შინაგან კომფორტზე, იმიტომ, რომ რაღაცას მივაღწიო?
რა ჯანდაბად მინდა რაიმეს მიღწევა, თუკი სულიერ სიმშვიდეს დავკარგავ?
პრინციპებში არ ვგულისხმობ იმას, რომ დილას გაღვიძებულზე ცოლმა ყავა უნდა მომართვას, იმიტომ ეს წვრილმანია და დასწყევლა ღმერთმა (მიყვარს ეს გამოთქმა

), ამას თავად გავაკეთებ.
პრინციპი არის ჩემთვის ის, რომ
1. არ გავხდე სხვისი ხელის შემყურე. მეყო ცხოვრებაში სხვაზე რომ ვიყავი დამოკიდებული.
2. ვიყო კარგი ძმა, შვილი და ძმაკაცი. ოდესღაც შეიძლებოდა ჩემგან კარგი (პრინციპში იდეალური) ქმარიც დამდგარიყო.
3. ისე ვიცხოვრო, რომ მეორე დღეს არ დამმარხონ.
4. ვილაპარაკო მაქსიმალურად ცოტა, რომელიც ხანდახან არ გამომდის. ნალაპარაკების მინიმალური დოზა უნდა შეეხოს ჩემს გრძნობებს, რადგან, როგორც დავაკვირდი, ჩემი გრძნობები ყველას ქინძზე კიდია. გრძნობებზე იმიტომ აღარ ვლაპარაკობ, რომ ერთი რომ არ გამომდის და მეორე, რომ ამას საქმით უკეთ გამოვხატავ.
და ასე შემდეგ უსასრულოდ...