მე იმის მიხედვით ვადგამ ნაბიჯებს თუ რა მაცვია. ტანსაცმელიც და ფეხსაცმელიც. თუ კაბა (რაც იშვიათობაა ზაფხულის გარდა) და ბალეტკები მაშინ ნორმალურ ნაბიჯებს ვადგამ. თუ ჯინსები და ისეთი ფეხსაცმელი, კედი, ბენსიმონი ძაან საყვარლად დავდივარ. სულ მუსიკას ვუსმენ და წინ ვიყურები. ფრთხილად მივდივარ რო ფეხი რამეს არ წამოვკრა.

ისე სულ მეუბნებიან მხრებში გასწორდიო, როცა მახსენდება ვსწორდები, მაგრამ თუ ძაან ისე არ მაცვია დიდად ქალური ნაბიჯებით არ დავდივარ, რა ვქნა

ჰოდა მეგობარი მყავს, მის სიარულს ვერ ავღწერ. აი ადის ჩადის, ფეხებს ძალიან ახლოს ადგამს და გეგონება მიტყუპებული აქვსო, ყველა დასცინის და ბოლო დროს ცდილობს გამოასწოროს, ყველა იძახის "პახოდკა" პახოდკა" "აბა ვის დავცინი" "ვისი პახოდკაა?" ეგეც დაიღალა და რომ ცდილობს მე ეგ უფრო მეჩვენება სასაცილოდ. თან ჩანთა ხელზე აქვს "ჩამოკიდებული თუ დაკიდებული, და გვერდით მოხრილი. რა უნდა ქნას მაგანაც
This post has been edited by mariastella on 5 Jul 2011, 01:25