მე ვუჩქმიტე ერთხელ ვიღაც ბიჭს მეტროში
ვაგზალზე რომ კიბეებია, ადიოდა და კარგი უკანალი ჰქონდა

ჰოოდა ჩემი ხელის გასწვრივ რომ აღმოჩნდა,
ავდექი და ვუჩქმიტე, გაუაზრებლად
არვიცი რატომ, მაგრამ ვუჩქმიტე
არასოდეს დამავიწყდება იმ ბიჭის სახე, რომ მოიხედა
მეც ეგრევე სხვაგან დავიწყე ყურება, it wasn't me-ს პონტში

მერე ერთ ვაგონში აღმოვჩნდით

ძალიან კი შემრცხვა, მაგრამ გვიანი იყო

მთელი გზა დაქალის ზურგს უკან ვიმალებოდი
p.s. მაგ ამბის მერე, მაგ ადგილას მეგობრები (ვინც შეესწრო ამას) ხელებს მიკავებენ ხოლმე

რომ კიდევ არ ჩავიდინო მსგავსი რამ
უი ხო , დამავიწყდა, ეს ბიჭი თურმე გოგოსთან ერთად იყო
კიდევ კარგი, ვერ დაინახა რა მოხდა