ყოველ დილით ჭიქა ყავასთან ერთად, ყოველ საღამოს ... ისევ ჭიქა ყავაზე - ალბათ მეათე ან მეთორმეტე იქნება ...
იქნებ მეცამეტეც ... თარსი რიცხვია მაგრამ მაინც ... მივაყოლებ ღერ სიგარეტს და ჩემს თავს ვუკიჟინებ - არ დაკარგო!
.. მეშინია დაკარგვის - პიროვნების? არა... ალბათ უფრო იმ გრძნობის რომელიც 11 წელია
დილით გაღვიძების ხალისს მაძლევს, საღამოს კი მეორე დილის გათენების მოლოდინს
და იმის მოლოდინს რომ შენს გვერდით იმ ადამიანს ძინავს (ან იქნებ არც ძინავს მხოლოდ ...

)
ვის გამოც შენ თავს მთლიანად გრძნობ,
მის გარეშე კი მხოლოდ ნახევარი ხარ ... შენი ნახევარია, შეიძლება არა "+" არამედ აბსოლუტური "-"
... შეიძლება შენ ხარ "-" და ის კი პირიქით, გრძნობ რომ სხვადასხვა ხართ მაგრამ მაინც ერთი,
ჯამში ისიც ერთი მთლიანია და შენც, ცალცალკე კი ორივე არარაობად გრძნობთ თავს.
... კინაღამ დავკარგე ... უფრო სწორედ დაკარგვის პირას ვიყავი ...
მაგრამ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, არსებობს პრობლემები რომლის გადაჭრაც აღარ გვინდა
... ვიდრე სურვილი გაქვს (გაქვთ) ყოველთვის არის გამოსავალი, მე მჯერა ჩემი, მე მჯერა მისი
რომ ამ გამოსავალ ვიპოვნით!
... ნახევარი ვერ გაიგეთ ალბათ, მაგრამ იმედია ბევრი იგრძენით
- არ დაკარგო! .. გესმის! .. არ დაკარგო!