”ქართველების ტომი უმშვენიერესია მთელს აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა, რომ მთელს ქვეყანაზედაც. აქ არ მინახავს არცერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუჯილდოვებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ აქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა: მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი, თვალით ღია ფერისანი და გრძელი მზისფერი თმებით.”
სტრაბონი აღწერს ქართველებს როგორ მხარბეჭიანს, ძლიერსა და ხუჭუჭთმებიანებს, თეთრი კანით. ზოგს მუქი შავი თმით, რომლიდანაც მოგვიანებით ეგვიპტელებსაც კი შეგვადარეს და ზოგსაც ყვითელი თმებით.
კასტელის აღწერილობა მაგალითად სამეგრელოში:

ქართველ კაცსა და ქალს აღწერს როგორც მუდმივად მოვლილს, საშუალოზე მაღალსა და ძლიერს, რომელსაც ფერი დაუკარგავს (ესე იგი არ არის ძალიან გამხდარი) მაგრამ რაც მთავარია სიმსუბუქე და მოქნილობა თან სდევს (ანუ ძლიერი, მოქნილი და ტანადია). ზოგს აღმოსავლურად აქვს წვერი მოვლილი ზოგიც კი წვერს საერთოდ არ ატარებს.
ქართველი ქალის აღწერისას კი ამბობს რომ ქართველი ქალი საშუალო ან საშუალოზე მაღალი, გრძელთმიანი, ლამაზსახიანი, ფერიანი (საშუალო წონის), ხშირად ღია ფერის თვალებითა და დიდი სიკეკლუცით გამოირჩევა.
ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობა:
„ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთვე იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაითგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი;"
ამასთან იგი იმერლების აღწერისას ხაზს უსვამს კაცებისათვის საყვარელ ქუდსა და ქალების გრძელ მრავალფეროვან თმას.
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.