ჯერ გარეგნობას რაც შეეხება: მე ვისთანაც მიწევს ურთიერთობა, ის გოგოები საკმაოდ სიმპატიურები და ლამაზები არიან სხვათა შორის თითქმის ყველა.
მეორეც, ბიჭებიც არ არიან გამოთაყვანებული და მახინჯი.
ალბათ მე ცვეტში ვარ, არ ვიცი

ურთიერთობას რაც შეეხება, ამაშიც საკმაოდ კარგები არიან, ორივე სქესი (ვისთანაც მე მაქვს კონტაქტი).
არც უტვინო არიან და არც გაუნათლებელი (დიდი ნაწილი საკმაოდ)
რათქმაუნდა ასე ვთქვათ "მახინჯები და უტვინოები" ყველგან არიან და ბევრნი, სამწუხაროდ

მაგრამ მე მგონი ამ ფორუმზე რაღაც არ გაგიმართლათ, ან უფრო იმის თქმა იქნება სწორი, რომ ადამიანს (კაცს/ქალს) მარტო საქონლად აღიქვამთ რომელსაც კარგი ტანი უნდა ჰქონდეს რო კარგი "სახმარი" იყოს, და დანარჩენი ფეხებზე გკიდიათ. და ეგ თქვენი პრობლემაა და არა სხვისი

რათქმაუნდა ძალიან კარგია როცა ასე ვთქვათ "უნაკლო" გარეგნობისაა ადამიანი, მაგრამ ეგეთებს ვიცნობ და დამპალი ხასიათისები არიან ძალიან იმიტო რო სულ იმაზე იხეთქავენ გულს რო ერთი გრამი არ ჰქონდეთ სადმე ზედმეტი

ყველას არ ეხება ეს მაგრამ ხშირად ეგრე ხდება
ასე რომ პირველ რიგში, უკეთესი იქნება, თუ ადამიანის ნორმალურად აღქმას და მიღებას ისწავლით, ცოტა ტვინების განძრევა არ აწყენს ორივე სქესს ეხება.
რატომღაც აქ ბიჭები ძალიან გაბოროტებული არიან და გოგოებს საშინლად ლანძღავენ და ამცირებენ, მგონი ვიცი რატომაც

................................
რაც კარგია ადამიანში, იმისი დანახვა ისწავლეთ ჯერ

და ნაკლზე მერე ილაპარაკეთ. რატომღაც ძალიან მეპარება ეჭვი, რომ აქ ვინც პოსტავს, დიდი მზეჭაბუკი იყოს თითონ და ტვინი გადმოსდიოდეს

გირჩევთ რამით დაკავდეთ რომ ქალის ტრაკებზე და კაცის ...-ებზე გარდა სხვა რამეზეც გქონდეთ საკუთარი აზრი.
ამას შეურაცხყოფად ნურავინ ნუ მიიღებს, უბრალოდ გული მისკდება აქ გახსნილ თემებს რო ვხედავ ამ გაბოროტებული ხალხის ყურებით

პ.ს. გოგო ვარ
This post has been edited by Rabbit on 5 Jul 2009, 21:00