როცა წუხილი მჩაგრავს უწყალო,
კაცთან არ ვივლტვი მის განქარებად,
მყის თავისთავად ლაღი, უბრალო
სიმღერა მორბის ნოგეშსაცემლად.
მე იმ სიმღერას ჩემს წუხისლ ვანდობ,
ის არის ჩემებრ სევდით ბურვილი,
მის მწუხარ ხმებში ჩემს გულისხმას ვცნობ
და მევე მიყვარს ჩემი წუხილი.
© ილია ჭავჭავაძე
+1