კონკრეტულად ეს კითხვა მე რომ დამებადა უნდა გამეკეთებინა არჩევანი
ანუ
ვმუშაობ სამ სამსახურში არ ვმალავ და მაქვს 360 ლარი ხელფასი (რეგიონიდან) ვარ
ბავშვობიდან დაახლოებით 13-14 წლიდან დაწყებული დღევანდელი დღის ჩათვლის მე საკუთარი ჯიბის ფული ყოველთვის მაქვს... რატომ? ერთ სამსახურს მეორე სამსახური მოჰყვა მეორეს მესამე და ა.შ დღეისათვის სულ გამოცვლილი მაქვს 9 სამსახური

იმასაც ვიტყვი , რომ მე ძალიან მაკლდა ის, რომ გვერდით არ მყავდა საყვარელი ადამიანი ანუ ის ადამიანი ვინც ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდებოდა
იდეის დონეზეც არ დამიშვია მე ის, რომ ვისაც ვიპოვნიდი დამეკარგა და კვლავ დამეწყო ძებნა
მოხდა ასე, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ვიპოვნე ის ვისაც ვეძებდი და დღევანდლამდე ამ წუთის ჩათვლამდე ისევ ერთად ვართ კიდევ ბევრი დრო გავა და ერთად ვიქნებით ამაში ეჭვიც არ მეპარება
ასე თუ ისე სამსახურიც მაქვს ბევრი არ მაქვს შემოსავალი მაგრამ მაინც
დაახლოებით ერთი წლის წინ რომ გამეტოკებინა ხელი იყო დიდი შანსი რომ 2 წლით წავსულიყავი საზღვარგარეთ იქ მესწავლა, მქონოდა ხელფასი/////მაგრამ საბოლოოდ ისევ აქ საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავი ნოლზე...ან დავიწყებდი მუშაობას ან ვერა.. (მითუმეტეს რეგიონში)
აღარ ვლაპარაკობ ურთიერთობაზე, რატომ უნდა ვიფიქრო მხოლო მე ჩემს თავზე და არა ჩემს შეყვარებულზე?
ჩვენ ხო ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ რო უერთმანეთოდ ერთმანეთს ნერვები არ დავაწყვიტოთ?
ასე რომ ასე მივიღე გადაწყვეტილება დავრჩი ისევ აქ, ვწვალობ მაქვს მცირე ხელფასი და მყავს საყვარელი ადამიანი
ღირს ახლა ამ ყველაფრის დატოვება?