არავინ გედავებათ (ყოველშემთხვევაში მე) იმაზე რომ ქართველი ქალები ძალიან მაგრები ხართ და არავინ გჯობიათ

საქართველოს დღემდე მოტანა რომ დიდწილად ქართველი ქალის დამსახურებაა, თუნდაც 90 იან წლებში ეგეც აქსიომაა... მაგრამ მაგ პუნქტების ჩამოთვლა არ იყო საჭირო, რადგან ეგენი ძირითად ცალსახად თქვენ ღირსებებს კი არა, ქართული ყოფის უკუღმართობას, გაჭირვებას და ქართველი კაცის მინუსებს უფრო წარმოაჩენს
მაგალითად პუნქტობრივად რომ გავყვეთ

ვინ რეცხავს ქმრის ნასკებს და საცვლებს? (თქვენ რავა გაკადრებთ).
- ნორმალურ სიტუაციაში მაგას სარეცხი მანქანა აკეთებს, ისე კი რა გინდა ცოლი მყავდეს და ისევ მე ვირეცხავდე?
ვინ გახვედრებთ ცხელ სადილს.
- ეგც იგივეა დაახლოებით... არ ვითოხვ შეფ-პოარი უნდა იყოსთქო მაგრამ სასურველია ეხერხებოდეს
ვინ გიუთოვებთ და გირეცხავთ.
- ეს უკვე იყო პირველ პუნქტში
ვინ ალაგებს სახლს
- არ ავურევ, თუ უნდა რაღაც პონტში მივეხმარები მძიმის გადადგმა-გადმოდგმაში, საუკეთესო ვარიანტში დამხმარეს მოვუყვან
ვინ მოათრევს ბაზრიდან პროდუქტებს, რომ თქვენ არ შეწუხდეთ სიმძიმეების თრევით.
- ჰოო, აი მაგას არასოდეს ვიკადრებ რომ ცოლს ვათრევინო მძიმეები, მეთვითონ ვიზავ
ვინ იტანს თქვენს ხვრინვას.
- ახლა თუ მჭირს? ვეცდები ვიმკურნალო მაგრამ . . . მაშინ გადაწვეს სექსის მერე სხვა ოთახში

ვინ ზრდის ბავშვებს (თქვენ ხომ მარტო გაკეთება გეხერხებათ).
- მაგაში კაცის წილი პასუხისმგებლობაცაა და როცა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე ბავშვებს აკლდებათ ხოლმე რაღაც, მაგალითად ცუდ გზას ადგებიან ბიჭები
ვინ გისმენთ, როცა რაიმე პრობლემა გექმნებათ და ვინ გეხმარებათ მის გადაჭრაში.
- მაგას უღელი გულისხმობს, ჩემგანაც იგივეს უნდა ელოდეს, ისე კი პრობლემას გააჩნია, ძირითადად მეგრობები დამეხმარებიან
ვინ იტანს თქვენს ტახტზე კოტრიალს და პულტთმპყრობელობას.
- ეგ არ მახასიათებს
ვინ არის ყველაზე ერთგული
- თქვეეეენ!!! სამწუხაროდ მაგაში ჩვენ ვერ ვქაჩავთ
ამდენი საქმის მიუხედავად, ვინ ახერხებს იმას, რომ იმუშაოს კიდეც ოჯახში ორი კაპიკის შესატანად?
- თქვეეენ!!! და ყველაზე მაგრები ხართ, თუმცა უკეთესი იქნება ეგ არ გიწევდეთ...
მსოფლიოში რომელი სხვა ქვეყნის ქალს ძალუძს ამდენის ატანა?

- არავის, ალბათ არავის . . .
ორ ბანაკად გავიყოთ და დავცხოთ, აბა, ვინ მოერევა

- დასარტყემლი არაფერია, ძალიან მაგრები ხართ თქვენ შემოგევლეთ
This post has been edited by Achiko-1119 on 9 Aug 2009, 04:24