აგვისტოს თვეა მე და ჩემი დეიდაშვილი წინასწარ გეგმებს ვაწყობთ ზღვაზე ნაშების აყრაზე
მატარებელი დაიძრა ჩვენც კუპისკენ მივაშურეთ
აი კუპეც მაგრამ იქ ვიღაცეები ზიან

მაგრამ ვინ ზიან უსაყვარლესი და ულამაზესი თინეიჯერები ორი დაიკო

მთელი ღამე ათას სისულელეზე ლაპარაკში გავიდა მომქანცველი მგზავრობა თითქოს ერთ წუთში დამთავრდა მაგრამ თურმე ეხლა იწყება ყველაფერი
გოგონებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება თუ რომელ სახლში დაისვენებენ მე შევთავაზე რომ ჩვენ სახლში ძალიან სასიამოვნო სიტუაციაა ბევრი ახალგაზრდებით გოგოებს ბევრი არ უფიქრიათ მაშინვე დათანხმდნენ
მაშ ასე უკვე გვერდიგვერდ ოთახებში ვართ ავიღეთ პირსახოცები ზღვაში შევედით "ცურვას ვასწავლიდით" პატარა ანგელოზებს
სანამ დისკოტეკაზე წასვლის დრო მოვიდა უკვე დიდი ვარდისფერი სათვალე მიკეთია და ღრუბლებში დავცურავ

დისკოტეკაზე ყველა მხრიდან შურიანი თვალები გვიყურებენ რამდენიმე საათი გადაბმულად ვცეკვავთ გოგონა გვერდიდან არ მშორდება საოცარ სითბოს ვგრძნობ გოგოსგან და მზად ვარ მთები გადავატრიალო ამ საოცარი არსების გამო
ვბრუნდებით სახლში გოგოები ძალიან კმაყოფილები არიან მე ხომ საერთოდ დავფრინავ
ღამე ძლივს ჩამეძინა დილით კი თვალები დავაჭყიტე გოგონები უკვე ფეხზე არიან მეგობრები მოსვლიან და ერთად აპირებენ ზღვაზე გასვლას
საღამოსაც მეგობრებთან ერთად წავიდა დისკოტეკაზე მეც წავედი იმავე დიკოტეკაზე ის ყურადღებას აღარც მაქცევს ყველას ეცეკვება თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ და ვტოვებ დისკოტეკას
შემდეგ დღეებში ახალგაცნობილ ბიჭებთან ერთად ერთობა პლაჟზე ზოგი ზღვაში ქერავს ზოგი ეზასავება
დიდი სიცხე მომცა მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას
არავის ვეუბნები რას განვიცდი ამასობაში ამ გოგონებზე მონადირე ბიჭებიც გავიცანი მათაც თავისი გეგმა გამანდეს იმ საღამოს აპირებენ გონიოს ტყეებისკენ გოგოების გაყვანას და მათთან სექსუალური კავშირის დამყარებას თუმცა ვიღაცამ (ანუ მე) გასცა ეს ამბავი დროზე ადრე და გოგოები გადარჩნენ
მეორე დღეს დისკოტეკაზე წავედით მე და ჩემი დეიდაშვილი გოგოებიც მოვიდნენ ამჯერად სხვა ბიჭებთან თუმცა ეს ბიჭები გაბრაზდნენ რომ გოგოები ყველას ეცეკვებოდნენ და შუაღამეზე მიატოვეს სახლიდან ძალიან მოშორებით გოგოებმა მთხოვეს გაგვაცილეო მე უარი ვუთხარი და რამდენიმე კილომეტრიან გზას ფეხით დაადგნენ
მე მოშორებით მივყვებოდი ისე რომ არ შევუმჩნევივარ ასე მივაცილე სახლამდე
ბოლოს ისევ ერთი კუპით მოგვიწია დაბრუნება
ძალიან დათრგუნული ვიყავი ერთი თვის მერე გადავწყვიტე მივსულიყავი უკანასკნელად მენახა ის ვინც ერთ დღეში მოახერხა გულში შემოღწევა და იქ დიდი წინააღმდეგობრივი გრძნობების დატრიალება
შემოდგომის წვიმები იწყებოდა ტუფლები გამოხეული მქონდა ვაპირებდი ახლის ყიდვას მაგრამ ავდექი ამ ფულით ფუმფულა კურდღელი ვიყიდე და საჩუქრად მივუტანე
ძალიან გაუხარდა გოგონას ჩემი დანახვა გამიმასპინძლდა თითქოს ყველაფერი ისევ პირველ დღეს გავდა მაგრამ მე შემეშინდა რომ ზღაპრის გაგრძელება ისევ იგივე სცენარით მოხდებოდა და საბოლოოდ გამოვემშვიდობე იმ დღეს პაწუკას
ასე დავამთავრე ზღაპარი

კიდევ ბევრი დეტალი იყო მაგრამ ისედაც გრძელი პოსტი გამოვიდა