ცხოვრობდა ერთი პატიოსანი კაცი, კეთილი, უბოროტო და რაც შეიძლება კარგი ჰქონდეს ადამიანს, ყველაფერი მასში იყო

ასევე ჰყავდა ოჯახი, მეუღლე და 2 შვილი.
ერთ დღეს შვილი ავად გაუხდა, ვერც ერთმა ექიმმა თუ ექიმბაშმა დიაგნოზი ვერ დაუსვა, იღუპებოდა ბავშვი..
მამამ ღმერთს შესთხოვა დამეხმარეო..
ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და გამოუჯამრთელა შვილი.
მამამ გადაწყვიტა მადლობის ნიშნად ცხვარი შეეწირა. ჰყავდა 2 ცხვარი, თეთრი და შავი, ეს ცხვრები ერთად იყვნენ დადაბადებულები (ტყუპები) და ერთად გაზრდილები, ისე იყვნენ მიჩვეულები ერთმანეთს, ბალახს უერთმანეთოდ არ სჭამდნენ..
ჩავარდა საგონებელში ეს კაცი, რომელი დავკლაო, თეთრს თუ დავკლავ შავს ეწყინებაო, შავს დავკლავ და თეთრს ეწყინებაო..
ჰკითხა ოჯახის წევრებს როგორ მოვიქცეო, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრეს.
მეუღლემ უთხრა, გადი ბირჟაზე და ხალხს კითხეო, იქნებ რამე გირჩიონო.
გავიდა, ჰკითხა ხალხს, მაგრამ ვერავინ ვერაფერი ურჩია, ამ დროს ერთი თანასოფლელი მიუახლოვდა და უთხრა : აი ამ მთას რომ გადაივლი, ტყე შეგხვდება, იმ ტყესაც რომ გაივლი, პატარა მდინარე ჩამოდის, მდინარის პირას ქოხი დგას, იმ ქოხში ბრძენი ცხოვრობს, მიდი მასთან და ის გირჩევსო.
დაბრუნდა სახლში, უამბო ყოველივე ცოლს და გადაწყვიტა რომ წასულიყო, გაუმზადა საგზალი და გააცილა მეუღლე.
იარა, იარა და ძლივს მიაღწია ბრძენის ქოხამდე, მდინარეში მოხუცებული კაცი სასროლი ბადით თევზაობდა, იფიქრა ეს იქნებაო და მიუახლოვდა.
ბრძენო, შენ ხარო ?
კი, მე ვარო, მიუგო მოხუცმა.
რჩევა მჭირდება თქვენი და იქნებ ცოტაოდენი დრო დამითმოთო.
რასაკვირველია შვილოო და იქვე ქვაზე ჩამოჯდა.
უამბო ამ კაცმა ყველაფერი და სთხოვა მოხუცებულს, ერჩია მისთვის რა ფერის ცხვარი დაეკლა..
იფიქრა ბერი კაცმა, იფიქრა და ვერაფერი მოიფიქრა.
ტყუილად გამოვიარე ამხელა გზაო ჩაილაპარაკა თავისთვის და მოხუცებულმა გაიგო..
გაეღიმა და მიუგო : სულაც არ გივლია ტყუილად, ჩემთან რომ არ მოსულიყავი, მეორე ბრძენის ვინაობას ვერ გაიგებდი, მე მიგასწავლი გზას, მიდი, ჩემი სახელი უხსენე და დაგეხმარებაო.
მითხარით გზა და ახლავე წავალო, მიგო კაცმა..
აი იმ მინდვრებს ხომ ხედავო, კიიო, ხოდა იმ მინდვრების იქით უზარმაზარ მთას ხომ ხედავო, დიახო, მიუგო გაკვირვებულმა, ხოდა აი ეგ მთა უნდა გადაიარო და დიდი ტბა შეგხვდება, იმ ტბას გადაცურავ და იქვე დიდი მუხა შეგხვდება, მუხის ძირში ქოხია და იმ ქოხში ჩემი აღმზრდელი ბრძენი ცხოვრობსო.
გამოემშვიდობა ეს კაცი და დაადგა გზას, გადაიარა ეს მთა, გადაცურა ტბაც და მიაღწია როგორც იქნა ქოხამდე, ფეხზე აღარაფერი ეცვა, ტანზეც ტანსაცმელი სანახევროდ ეცვა, გზაში შემოეხია.
დაინახა პატარა ბაღჩაში ღრმად მოხუცებული სთოხნიდა, მიუახლოვდა და მიესალმა..
თბილად გაუღიმა მოხუცებულმა და ქოხში შეიპატიჟა. უამბო ყველაფერი ისე, როგორც წინა ბრძენს, მოხუცებულმა ძლიერ გადაიხარხარა და ღიმით მიუგო : კარგად ვერ გამიზრდია ვატყობ, ასეთი მარტივი საქმიდან, გამოსავალი როგორ ვერ იპოვა ჩემამდე არ დადისო.
მაფიქრე შვილო ცოტა ხანიო და მიეცა ფიქრს.
ცოტა ხანში შემოუბრუნდა ამ კაცს და მიუგო : ნუ დაკლავო..
არა, გამორიცხულია, შევუთქვი და აუცილებლად უნდა დავკლაო..
ხო მაშინ ცოტაც მაფიქრეო და მიეცა ისევ ფიქრს ბრძენი.
ნამდვილად მძიმე სიტუაცია ყოფილაო, მიუგო ბრძენმა, მეც ვერ გირჩევ რომელი ფერის ცხვარი უნდა დაკლაო, მაპატიე, ეტყობა მეც ვერ აღმზარდა კარგად ბრძენთმა ბრძენმაო..
ვინ ბრძენთა ბრძენმაო, გაუკვირდა კაცს..
აი იმ უღან ტყეს ხომ ხედავო, დიახ ვხედამო, მაგ ტყეს რომ გაივლი უზარმზარი მდინარე მოედინებაო, ამ ქოხის ხელა ლოდებს მოაგორებსო, ეგ უნდა გადაცურო და 2 დიდი მთა შეგხვდება, მაგ მთებსაც რომ გადაივლი, ცამდე აწვდენილი კლდე დგას და იმ კლდეში ცხოვრობს ბრძენთა ბრძენიო, მიუგო მოხუცმა..
სხვა რა გზა მაქვს, უნდა წავიდეო, მაგრამ იქნებ რამე ჩამცვათ და ცოტა საჭმელიც მაჭამოთო, შესთხოვა კაცმა..
არაფერი მაბადია შვილოო, მეც მშიერი ვარ და მეც მცივაო..
გამოემშვიდობა მოხუცებულს და დაადგა გზას..
ტანჯვა-წამებით გაიარა ის ტყე, რაც შემორჩა ძონძის, ისიც შემოეხია, ფეხები სულ დაუსკდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მიდიოდა, დასახულ მიზანს უნდა მივაღწიოო გულში იმეორებდა.
გადაიარა ეს მთებიც, შესცურა მდინარეშიც, მაგრამ წაიღო.. რის ვაი ვაგლახით დაააღწია თავი აბობოქრებულ ტალღებს, მაგრამ გზა უფრო გაუხანგრძლივდა, კლდე ზევით იყო, მდინარეს კარგა შორ მანძილზე გაუტაცნია.
მაინც მივალო შეჰყვირა და ხან მუხლებზე ფორთხვით, ხან დავარდნილმა, მაინც მიაღწია კლდემდე, დიდი გამოქვაბული ქონდა ამ კლდეს და იქიდან შუქი გამოდიოდა, მოიკრიფა უკანაკსნელი ძალა და შეჰკივლა : ბრძენთა ბრძენო, აქ ხაარ ?
კიიო მოესმა ხმა და იმ გამოქვაბულიდან თეთრი წვერი გადმოვარდა, მოეჭიდე და ამოდიო, მოესმა იდუმალი ხმა გამოქვაბულიდან..
ვერ ახერხებდა ასვლას კაცი, ძალა სულ გამოცლილი ჰქონდა, მაგრამ მაინც შესძლო და როგორღაც ავიდა, მუხლებზე დაემხო და ისე ეახლა ბრძენთა ბრძენს.
კლდეზე მოხუცი კაცი დახვდა, გარშემო სულ თეთრი წვერით იყო მოფენილი იქაურობა, ეს კაცი იჯდა და ქვის ნატეხისგან, რაღაცას სთლიდა.
რამ მოგიყვანა ამხელა მანძილზე შვილო, რა გაგიჭირდა ასეთიო, მიუგო მოხუცმა..
უამბო ყველაფერი და რჩევა სთხოვა რომელი ფერის ცხვარი დაეკლა..
გაბრაზდა მოხუცი, სიკვდილის პირას ვარ და ამაყი მივდიოდი ამ ქვეყნიდანო, ამაყი ვიყავ იმით, რომ ჩემს სიბრძნეს აქ ვტოვებდი, ჩემი მოწაფეების სახით და თურმე არაფერი უსწავლიათო.
ახლავე წავალა და სეირს ვაჩვენებო და წამოდგა მოხუცი ფეხზე.
ეს კაცი შემოეხვია მუხლებზე და შესთხოვა, ჯერ რჩევა მომეცი და მერე წადი ბრძენთა ბრძენოო..
კარგიო, მიუგო და ჩამოჯდა, ზურგით შეტრიალდა და ფიქრს მიეცა.
ცოტა ხნის შემდგომ შემოუტრიალდა და უთხრა კაცს : ნუ დაკლავ ნურცერთსო.
ეგ ჩემო ბატონო, სანამ თქვენთან მოვიდოდი, მანამდე იმ ბრძენმაც მითხრაო, მაგრამ უნდა დავკლა, სხვა გზა არ მაქვსო..
გაეღიმა მოხუცებულს, ესე იგი რაღაც მაინც უსწავლიაო ჩაილაპარაკა თავისთვის ( წინა ბრძენი იგულისხმა ) და ისევ შეტრიალდა..
შემოუტრიალდება ამ კაცს, უნდა უთხრას რამე თუ არა და ისევ ზურგს აქცევს და ფიქრს ეცემა..
ეს კაცი უკვე ვეღარ სუნთქავს, წყალიც წყურია, მაგრამ ხმას არ იღებს, არ მოვაცდიოო ბრძენი..
ცოტა ხანში შემოტრიალდა და მიუგო : შავი დაკალიო !
რატომ მაინც და მაინც შავიო ჰკითხა კაცმა..
რომ გეუბნები შავი დაკალი, ესე იგი ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ეგრეც უნდა მოიქცეო.
მჯერავს თქვენი პატივცემული ბრძენო, მაგრამ რატომ შავიო, უკვირს კაცს..
იმიტომ, რომ ასეა სწორიო, წადი და შავი დაკალიო, ეტყვის ცოტა გაბრაზებული ტონით მოხუცი..
შემოტრიალდება ეს კაცი, ნელ-ნელა მოდის გამოსასვლელისკენ, უცებ შეტრიალდება და ეტყვის : კი მაგრა, თეთრს რომ ეწყინებაო ?!
ბრძენი წამოხტება ფეხზე და ყვირილით მიუგებს : აი ჩემს Yლეს თუ არ ეწყინებაო
This post has been edited by ბურზო on 22 Aug 2009, 02:29