დიდი ხნის წინ იყო..
ისინი ბავშვები იყვნენ და იყვნენ ერთად..
უბრალოდ უნდოდათ ასე..
და არც იცოდნენ რას ნიშნავს მოწონება, სიყვარული, გადაწყვეტილება, შეცდომა.. უბრალოდ იყვნენ ბავშვები და იყვნენ ერთად..
ერთად და.. ერთმანეთისთვის იყვნენ ხან მეგობრები, ხან მშობლები, ხან მასწავლებლები.. ცხოვრების დიდი ნაწილი ხელჩაკიდებულებმა გაიარეს.. როდის დაიწყო ეს, ან როდის შევიდა ურთიერთობა სიყვარულის გვირაბში ესეც არავინ იცის, ისინი ხომ არასოდეს არქმევდნენ საგნებს სახელებს, უბრალოდ იყვნენ ბავშვები და ერთად.
იქნებ მაშინ დამთავრდა მეგობრობა, როცა..
ერთხელ მეგობარი სასიყვარულო ლექსებს კითხულობდა და მათ ერთმანეთის ხელებს დაუწყეს ძებნა..
ან მაშინ როცა ბიჭი მიუახლოვდა გოგოს და ჩაეხუტა.. ისე უბრალოდ.. არ ყოფილა კითხვები.. არც პასუხები..
იქნებ თვალებმა .. იქნებ თვალები გამოუტყდნენ ერთმანეთს რომ მათი პატრონები უნუგეშოდ იყვნენ შეყვარებულები..
არ ყოფილა ახსნა, სიტყვები, ფიცი..
უბრალოდ ისინი კამათობდნენ ორი გოგო ყოლოდათ თუ ორი ბიჭი..
და იყო ასე ლამაზად.. ერთად. ბავშვურად. უმტკივნეულოდ..
ერთხელაც ბიჭმა არ შეხედა გოგოს. ის იდგა თავჩაღუნული, და სხვები.. ყველა გოგოს უყურებდა.. რა მოხდა, გოგოს უთხრეს რომ ბიჭს მასთან საერთო არაფერი უნდოდა.. მას არც უკითხავს გოგოსთვის რა იყო, როგორ.. გოგომაც.. მან გადაწყვიტა ტკივილი ჩაეყლაპა.. უხმოდ უჩუმრად.. მაგრამ ყელში გაეჩხირა.. მახსოვს გულიც ერეოდა.. მეგობრებს აუხსნა რომ ახალნაჭამი თევზის გამო იყო ალბათ,.
მათ ერთმანეთისთვის აღარაფერი უთქამთ.. გავიდა დრო.. დაუბრუნდა გოგო ცხოვრებას .. მხიარულს მაგრამ ტკივილი იყო მის ხმაში. არ იყო მათ შორის არაფერი.
მხოლოდ რამდენჯერმე მათი სევდიანი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს..
ბიჭი დაიღალა მოიხსნა ყველა ნიღაბი.. მხიარულების გულგრილობის .. დაყარა ძირს.. და ის იჯდა ჩუმად ფიქრობდა, ხატავდა.. მისმა მეგობარმა უყურა უყურა - “მოგენატრა??”მას არაფერი უთქვამს.
საბოლოოდ გაიყო მათი გზები. გოგომ მეგობრებისგან იცოდა რომ ბიჭს ყავდა შეყვარებული ერთი მეორე..… მერვე.. ერთს მისი სახელიც ერქვა..
და ერთხელაც.. იყო ზარი.. მათი საერთო მეგობარი ტუქსავდა გოგოს რომ არაფერი უთქვამს მათი სიყვარული შესახებ.. რომ ბიჭს მისი დაბრუნება უნდა ნებისმიერ ფასად.. რომ ყველა გოგო მხოლოდ მათში მისი მოძებნის მცდელობა იყო..
ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილი არ განვითარდა.. რადგან ბიჭი ცხოვრებამ ძალიან შორს გადააგდო..
ის ხან რეკავს მეგობრებთან .. იშვიათად კითხულობს როგორ არის გოგო.. ხომ არ უყვარს ვინმე..
თავად კი ამ კითხვას პასუხობს რომ სიყვარულის უნარი უბრალოდ დაკარგა და დარჩა ცხოველი..
ეს ბავშვობის ზღაპარი.. ამ დროს ყველაფერი რეალობისგან შორსაა და ზღაპრულია..
რა მოვიცალე