არ შემცივნია არასდროს ისე როგორც დღეს შემცივდა
და ამ სიცივის მიზეზი განა ჩვეულებრივი ამინდი ან სუტად მქროლავი ქარი იყო?
არა ეს გულში ჩაგდებული ცივი ყინულის ნამტრევის და მისი გალღობის ბრალი იყო
ლღვებოდა ყინული და მეც ნელ ნელა წამობრივად ვკარგავდი სითბოს შეგრძნებას
ვეთიშებოდი სამყაროს... დავდიოდი ქუჩაში და ველოდი ყინვა როდის მომიღებდა საბოლოოდ დროს, როდის გამყინავდა
საბოლოოდ და როდის მაქცევდა უგრძნობ, ცივ, გაყინულ ადამიანად
დავდიოდი ქუჩებში და მერიდებოდა ხალხი
მინდოდა მეყვირა, მეღრიალა , მეტირა, მეცინა, გამეღიმა....მინდოდა რამე გამეკეთებინა, რომ ხალხი მომეზიდა კვლავ ჩემსკენ
რომ გაექროთ და გაელღოთ ჩემს გულში ჩაგროვილი ყინულის ნატეხები
იცით როგორ მინდოდა? ვინმეს თუნდაც ერთი წუთით შემოეხედა ჩემთვის თბილად და გაეღიმა, რამე სასიამოვნო ეთქვათ, მომფერებოდნენ, ხელი ჩაეჭიდათ და გამოვეყვანე მზეზე ან ჩაეცმიათ რამე თბილად სულ ცოტა ხნით ერთი წუთით მაინც
სრულიად საკმარისი იქნებოდა ეს ყველაფერი...მეტი არაფერი მინდოდა მე ხომ მე ადამიანების სითბო მინდოდა ,..
მაგრამ ვერაფერს იტყვი და ვერაფერს უსაყვედურებ მათ მე ხომ ყინული მედგა გულში და ალბად ეშინოდათ რომ ვერ გავუგებდი გრძნობებს ხომ ყველა მალავს თუნდაც იმიტომ რომ ეშინიათ არ დასცინონ როდესაც ისინი ამას ამჟღავნებენ
ბოლოს ის ის იყო რომ უნდა ამომსვლოდა სული ყელიდან გაფრენილიყო სადღაც ჩემიდან შორს, ხალხისგან შორს , გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც მე მივედი....დიახ მივედი მივედი როგორც პატარა მშიერ მწყურვალი პატარა მაწანწალა ლეკვივით მივეგდე მასთან და ვითვლიდი დარჩენილ სიცოცხლის წუთებს
და აი სწორედ აქ გამიმართლა, მომიარა, მომხედა, გამათბო, გამილღო ყიუნლის გული...გამაღიმა, გამაცინა, სიხარულისგან მატირა...მაგრძნობინა რომ მეც ადამიანი ვიყავი და ისიც ადამიანად გრძნობდა ჩემთან თავს და და
ახლაც ხომ ერთად ვართ და ახლაც ხომ ერთმანეთთან ზრუნვაში ვატარებთ დროს
ხალხი? ხალხი ბრმაა გთბილა შენთან არიან
გცივა გარბიან

ასეა ასეე

არავინ უარყოთ რომ ოდესღაც ყველანი მაწანწალები ვიყავით
This post has been edited by iase on 26 Aug 2009, 23:41