"ლამაზი ბიჭუნა ლამაზ გოგონას სიყვარულს სთხოვს,
მისი თვალებით მისთვის გვირგვინებს ქსოვს.
ლამაზი ბიჭუნა ლამაზ გოგონას ლამაზ ხელს სთხოვს,
მისი თვალებით მისთვის სამყაროს მტრობს.
ლამაზი ბიჭუნა ლამაზ გოგონას ერთ კოცნას სთხოვს,
მისი თვალებით მისთვის მსოფლიოს ჰყოფს,
ლამაზი ბიჭუნა ლამაზ გოგონას ცხოვრებას სთხოვს,
მისი გულისთვის,საკუთარ ოჯახს,მშობელს უარჰყოფს.
ის გულში იკრავს საყვარელ გოგონას და ძალიან სთხოვს:
"გთხოვ შემიყვარე,შემიყვარე,ძალიან გთხოვ."
ის გულში იკრავს საყვარელ გოგონას და შორს,
მთებზე მდუმარე თოვლი კი თოვს."
ეს ჩემი 9 წლის წინანდელი ლექსია.14 წლის ვიყავი რომ დავწერე.ერთი ბიჭი მიყვარდა და ლექსებით ვავსებდი რვეულებს.
P.S. არ დამცინოთ