ერთადერთი რამ რაც კაიფის გულიზა დავწერე და ხალხმა ყველაზე სერიოზული შეფასება მისცა

ჯერ კიდევ გარიჟრაჟი არ დაწყებულიყო როდესაც ვაჟმა თვალი გაახილა.
არა, არ ეძინა, უბრალოდ თვალს ატყუებდა. ან რა დააძინებდა როდესაც გვერდზე შველივით ლამაზი და მომხიბვლელი არსება ეწვინა? წინა ღამით ბანკეტიდან ცოტა შეზარხოშებულები ამოვიდნენ ვაჟთან სახლში და მთელი ღამე არ უძინიათ, ერთმანეთის ხვევნა ალერსში და სიტკბოებაში გაატარეს. გოგო უხედნელი კვიცივით იყო, ენერგიული და დაუცხრომელი, ვნებით აღსავსე.
ვაჟმა მას გადახედა და თავისთვის გაიფიქრა: ძინავს. ეძინება აბა რა იქნება წუხანდელის მერე.
ვაჟი გოგოსკენ გადაიწია და ნაზად ტუჩებში აკოცა. გოგოს თვალი არც გაუხელია ისე შემოხვია კისერზე ხელები და თავისკენ მიიზიდა ვაჟი.
-ეშმაკი, არ ძინებია - გაიფიქრა ვაჟმა და გოგოს მიენდო. თუმცა მას აღარაფრის თავი არ ქონდა. ან რაღა შეეძლებოდა როცა მთელი ღამე ერთმანეთში გადახლართულები იყვნენ და არ არსებობდა ძალა რომელიც მათ დააშორებდა.
ბოლოს ვაჟი წამოდგა და ყავის მომზადებას შეუდგა. გოგონას ლოგინში მიართვა ყავა და მასთან ერთად ლოგინის კუთხეზე ჩამომჯდარმა დალია თვითონაც.
ყავის მერე ბიჭი ჩაცმას შეუდგა, სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. გოგონაც ზლაზვნით წამოდგა ლოგინიდან და იატაკზე მიმოფანტული ტანსაცმლის შეგროვება დაიწყო. მერე აბაზანაში შევიდა და შხაპი მიიღო.
****
ისინი 3 თვეა რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ. 3 თვის წინ გოგონა თავის შეყვარებულს დაშორდა და გულდარდიანი იყო.
დაჭორების მიზეზი კი ბიჭის უაზრო გამოხტომა გახდა რაც გოგონამ ვერაფრით ახსნა.ბოლო 2-3 თვის მანძილზე თავს არიდებდა გოგოსთან შეხვედრას, გულჩათხრობილი გახდა, სულ თავჩაღუნული და დარდიანი დადიოდა. გოგო ეხვეწებოდა ამიხსენი რა გჭირსო მაგრამ ბიჭს დანა პირს ვერ უხსნიდა. ბოლოს კი უთხრა რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა და ისინი ერთად ვეღარასოდეს იქნებოდნენ და წავიდა....
სეორედ ამ პერიოდში სრულიად შემთხვევით გაიცნო გოგა. ისინი პირველად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. გოგა მისი დაქალის ამხანაგი იყო. ისინი კონცერტზე შეხვდნენ ერთმანეთს, მერე გოგამ კაფეში დაპატიჟა და ასე გაიცნეს ერთმანეთი.
ურთიერთობა სწრაფად აეწყო
გოგოსაც მოეწონა გოგო და გოგა რომ გულგრილი არ დარჩენილა გოგონას მიმართ ეს პირველივე შეხვედრიდან ცხადი იყო.
2 თვის მერე კი ისინი თავიანთ ურთიერთობას აღარც კი მალავდნენ და თავს ცოლ-ქმრადაც კი აცხადებდნენ. თუმცა ქორწინებაზე ჯერ ლაპარაკიც კი არ ქონიათ.
****
გოგა სამსახურში წავიდა ხოლო ნანა სახლში დარჩა. ის ხშირად რჩებოდა გოგასთან სახლში.
გოგას წასვლის მერე თავი მოიწესრიგა, ჩაიცვა, თმა დაივარცხნა და როგორც ქალების უმეტესობას არც მას დავიწყნია სარკის წინ დაჯდომა და თვალების და ტუჩების მოხატვა.
იმ დღეს ის ექიმთან იყო დაბარებული. 4 დღის წინ სისხლის ანალიზი გაიკეთა და გაესინჯა და ანალიზის პასუხების გასაგებად უნდა მისულიყო. როგორც იქნა მოვიდა 12 საათი და ისიც გაემგზავრა ექიმთან.
საღამოს გოგა გვიან დაბრუნდა სამსახურიდან. უცხოელმა სტუმრებმა საშუალება არ მისცეს ადრე წასულიყო სახლში.
სახლში მისულს ნანა ნამტირალევი და ფერმკრთალი დახვდა. გოგო ღრმად ჩაფიქრებული იყო თვალზე ცრემლი არ უშრებოდა, ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა და ქვითინებდა.
გოგას თავზარი დაეცა, ნანას მივარდა, თავი აუწია და ჰკითხა: -რა მოხდა?
პასუხის ნაცვლად გოგომ თავი ჩაღუნა და ქვითინი განაგრძო.
-რა მოხდა არ მეტყვი? მოკვდა ვინმე?
გოგომ უარის ნაცვლად თავი გააქნია
-აბა რა გატირებს?
-დავიღუპე, აი თურმე რას მიმალავდა, ვერ მეუბნეოდა, ამიტომ გამირბოდა - ამოისლუკუნა გოგომ, ლოგინზე გადაწვა, თავი ბალიშში ჩარგო და ქვითინი აუვარდა.
-ვინ რას ვერ გეუბნეოდა? გაგიჟდი? მითხარი რა დაგემართა? -გადმოატრიალა გოგო და თვალებში ჩახედა
ნანამ ფურცელი გაუწოდა და სანამ გოგა ფურცელს დახედავდა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა: -შედსი მაქვს - და ისევ მოწყვეტით დაეცა ლოგინზე.
გოგას თვალთ დაუბნელდა, მუხლები აუკანკალდა და წამიერად თვალწინ მთელმა თავისმა ცხოვრებამ გაურბინა. სახეზე ფერი დაკარგა, იგრძნო რომ თავს ვეღარ იმაგრებდა და ნანას გვედრით ლოგინზე მიესვენა.
-მაპატიე, მეც არ ვიცოდი - ჩაილუღლუღა გოგომ მაგრამ გოგას არაფერი არ ესმოდა. მის გონებაში შავი ბურუსი იყო ჩამოწოლილი რომელსაც სმენაც დაებინდა.
რამდენი ხანი იწვნენ ესე უხმოდ არცერთს არ ახსოვს. ბოლოს ნანა გოგას შეხებამ გამოარკვია. ვაჟმა მას მკლავზე მოკიდა ხელი და გადაატრიალა. თვალებში ჩახედა და ხმადაბლა ჰკითხა: -ცოლად გამომყვები?
გოგონას ქვითინი აუვარდა და გოგას კისერზე შემოეხვია