რაზე აღარ ვოცნებობ, რას აღარ ვფიქრობ, რა არ ტრიალებს ჩემს უჭკუო თავში...
აბა, ოცნების გარეშე ვერ ვიარსებებ, ასე ხომ გამოვიფიტე, გავშრი...
მე ჩემს ოცნებებს შენს თვალსწინ კარტივით გავშლი,
მარგალიტი ხარ ჩემი ფიქრების ზღვაში.
განა მარტო ოცნება ხარ, განა მარტო ფიქრი ხარ,
განა მარტო საფიქრად და საოცნებოთ მინდიხარ?
არა, არა, შენ არა ხარ აკვიატება,
არც ის ნატვრა ხარ ღვინით გამაძღრებს რომ ენატრებათ!
ბავშვობაში ვის არ ჰქონია ოცნებათ ვარსკვლავთან შეხება,
აბა გაბედოს, ხმა ამოიღოს და თქვას-ვის არ ეხება?!
ვინ არ ხედავდა მოწყენილ სახეს სავსე მთვარეში,
ვის არ უყვარდა ქარიან ამინდში ღრუბლებთან ერთად თარეში...
ჩემი ოცნებაც იმ ოცნებებს გავს სადაც ღრუბელთა ნაქარგები ქარს მიჰყვებიან,
ცისარტყელის ქვეშ ამოხეთქილი ოქროს მთებია,
იქ სადაც კრავები მგლის ბუნაგში მშვიდათ თბებიან,
სადაც ორასი წლისანიც ბავშვებათ რჩებიან...
შენი ფეხები-სამოთხის სვეტები, მე კი მათ შორის მდგარი კარი ვარ.
ჩემი თითები შენს წვივებზე შემოხვეულნი ანჯამებათ გადაქცეულნი.
გუშაგები-ჩემი თვალები, უძილობისგანძლივსღა ჰხედავენ წამწამთ ჰკიდიათ რკინის ნალები.
გული ქცეული ბოქლომად. ვერც სიტყვამ ვერ ვერ გასტეხა, ვერც უხვად მოყრილმა ოქრომა...
ჰოო, ვიცი ამ ოცნებაში გაუნძრევლად ვდგევართ და უსულო არსებებს ვგევართ.
ისიც ვიცი რომ შეფერადება აკლია და ეს ამ ოცნების ყველაზე დიდი ნაკლია.
ვიცი რომ არაა თამამი ცემი ოცნება და ისიც ვიცი, რომ სითამამე ოცნების ერთადერთი მცნებაა...
ისე კი, რას ვკარგავ? ოცნებაში მაინც გკოცნო გავიხარო გულის ჭია.
აბა ვინმე თუ დამიშლის, დამენახოს რა ბიჭია!
ისეთ ცხოვრებას რა ვუთხარი, კოცნა გინდოდეს, ოცნების გერიდებოდეს და ვიღაც ერთ უჯრედიანი ჯიგიტების გეშინოდეს.
მოდი ჯერ თითების თვლით დავიწყებ...
აბა დააწყვე ერთ რიგათ? ან როგორც შენ გინდა...
ახლა ერთად დავთვალოთ, სითავხედეთ თუ არ ჩამითვლი, მე ტუჩებით დავითვლი.
ერთი, ორი, სამი... ათი უგემრიელესი სიმინდის მარცვალი.
რა ლამაზი ფეხის გულებია? მათაც ჩემი კოცნა სწყურებიათ.
ჰმმ... ვარდისფერი ფეხის გულები... ჩემი კოცნებიც მათი მდგმურები.
შენ უკვე გაძეხი მათი ყურებით, ახლა მეც მაცადე!
ნუ, ასე ნუ იბღვირები, ცოტა ხნით მათხოვე შენი წვივები,
მათაც მოვაბნიო კოცნის მძივები.
მომაბჯინე მკერდზე ფეხი, რისი გრცხვენია?
ეს კოცნებიც შეირგე შენია! ვინ ვის სად კოცნის ეგ არც არავის გასარჩევია!
გამითამამდი სანამ ტუჩები გადაგჩვევია,
მე ნუ მიყურებ, მე მორიდება არა მჩვევია.
ხომ არ დაგცხა??? გაიხადე რაც გაცვია,
მე მცივანა ვარ მაგრამ ახლა აღარ მცივა.
გაიხადე, გაიხადე, არ შეგცივდება მე გაგათბობ, გაგაბრუებ დაგათრობ.
არც მოწყენით არ მოიწყენ, კვლავ კოცნებით გაგართობ.
ხომ ხედავ რომ მხოლოდ მათ ვეხები?
ნუ გეშინია, არ ვარ თავხედი, ნუთუ ვერ ხვდები?!
დაივიწყე სირცხვილი და ჭორიკანა გლეხები,
გთხოვ ბოლომდე გააშიშვლოდამალული ფეხები.
ჰმ! დასანანია რა ცოტაღა დამრჩენია,
მოხარე ფეხი, კანი დაჭიმე, ახლა მუხლების ჯერია.
არაფერს გატკენ-ჩემი ხელების ნუ გეშინია,
ეს ყველაზე ძვირფასია რაც კი ხელში მჭერია.
მუხლებთან საოცრად ნაზი კანი გქონია,
ასე დიდხანს სხვა ადგილზე კოცნა არა მდომნია.
თუკი ფიქრობ რომ გატყუებ, გეპირფერები,
მაშ რატომ გითრთის ჩემო კარგო პატარა ხელები?
ნორჩი ხარ, ნორჩი! მუხლებთან საუბარს მოვრჩი.
თუ გსიამოვნებს არ შევწყვიტავ, ახლა ყველაფერს შენ წყვიტავ!
დროზე გადაწყვიტე თორემ უკვე ვფხიზლდები,
ვეღარ ვოცნებობ, ბავშვობა მიდის, მგონი ვიზრდები.

©მე

პ.ს. რა თქვენი საქმეა
This post has been edited by aca baca banci bunca on 3 Dec 2009, 17:07
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php