პროგრამისტული ლექსი რა :
გურამტყაოსანი
დეიქსტრა გროვით სწორია სეტ იყოს თუნდა რიგია
მაშინ რაში მაქ შეცდომა ამას ვბჭობ ვერ გამიგია
იქნებ წაკითხვა მეშლება იქნებ შეზღუდვა დიდია
პროგრამისტი არა გქვია თუ გრაფი ვერ აგიგია
შეცდომა ვერ გავასწორე ამოცანაა წყეული
გურამს მივმართე დაღლილმა ფიქრებით გადარეული
გურამმა მითხრა შემოდი შემოიტანე რვეული
ოთახში დიდხანს ვიყავით მე და გურამი ეულნი
კარები ედომ გააღო ცრემლები წასკდა საწყალსა
ტირილით უთხრა გურამის რატომ მიკეთებ ამასა
მე შენ სხეული მოგეცი შენ კი მღალატობ ამასთან?
ნუთუ ვერასდროს მოვიგებ შენს ერთგულებას სანატრსა ?!
გურამიკო ოხერია ბევრი იცის საქმე ავი
არ დაიბნა და სიტყვებით გაიმართლა თავის თავი
მაგრამ ედომ არ შეიგნო არ უსმინა ერთი წამი
ბილწსა კაცსა სიბილწისთვის დაუთმია თავის თავი
ედუარდი გაგვიბრაზდა უმალ გარეთ გამოიქცა
გარეთ თავსხმა წვიმა იყო თითქოს ზეცა ჩამოიქცა
ეს მე როგორ გამიკეთა დაეყაროს მაგას მიწა
ეს იფიქრა გულნატკენმა თავის სული ეშმაკს მისცა
ამასობაში გურამიკომ ამოცანა ამომიხსნა
გული მომცა გულისათვის სიყვარულიც შემომფიცა
შენ თუ ასე გააგრძელებ ქე მოხვდები ნაკრებშიცა
ასე მითხრა ავმა კაცმა, თავის თავიც დაიფიცა
მოახლოვდა შესაჩევი ძალა ერჩის ყველა კოდერს
ვინც უფრო მეტს იმუშავებს, ვინც გაარჩევს უცხო კოდებს
იგი წავა კანადაში, ამერიკულ თუთუნს მოწევს
ამა საქმეს არა უნდა არც მრჩეველი არცა მოწმე
ამროლაძე ფორმაშია და ქვას ქვაზე აღარ ტოვებს
არც ტაბიძე აღარ დასდევს არცა ვეფხვებს, არცა ლომებს
კობიაშვილს ნაკოდი აქვს, მუშაობა მის კვალს ტოვებს
ჯიმიც სწრაფად ვითარდება ტოლს არ უდებს თანატოლებს
არვინ იცის ვერვინ ხვდება, რა იქნება რა მოხდება
კანადაში თუ ვერ წავა ყველას მაგრა გაუტყდება
მიაწექი მეგრელ ლექსებს ნიკა ასე მეუბნება
ერთი ლექსის კარგიც მოვტყან, ნაკრებისთვის ყველა კვდება
To be continued...
რავიცი...

გამოვა ჩემგან რამე?