ააა რა მაგარი თემაა : 3
აუუ ბაღში ერთხელ თეთრი სკამი შემხვდა და ავღშფოთდი მეთქი ან წითელ სკამს მომიტანთ,ან კიდე მე წავედი აქედანთქო
და სწორედ მაშინ მომიცუნცულა ერთმა საყვარელმა ბიჭმა წითელი სკამიი .... <3 ოღონდ მე უსინდისოს მადლობის თქმა კი არა ზედაც არ შემიხედავს = ))
ხო ნუ მერე ვიღაცამ გამაბრაზა და მეორე ბიჭმა დამიცვაა : )) აუ რა ამაყი ვიყავი რო "მიაჩმორაა"

D ოღონდ ესეც გავაპუსტიაკე...
აუ მერე 1 ბიჭი დამსდევდა ველოსიპედით უნდა მოგიტაცოო

ხოდა მე გავრბოდი და თან ვკიოდი,რა სანახაობა იყო... : )))) ყველა ჩვენზე იცინოდა,არადა მე სულ არ მეცინებოდა და ღრმად მწამდა რომ ის მაინც მომიტაცებდა და მისი ცოლი გავხდებოდი := ))
დღემდე ყველას ახსოვს ჩემი მოტაცების ამბავი

და იმ ბიჭს კიდე ჩემი რცხვენია,ვერ მელაპარაკება

მერე ჩემს აგარაკზე ზაფხულობით ისეთი ამბავი იყოო...

))) 1 ბიჭი მომწონდა და სულ მინდოდა მაგასთან მეთამაშა და სხვა ბავშვები რო გადმოდიოდნენ ვახვევინებდი,ზედმეტები არიანთქო = )) ხოდა მე და ჩემი სიმპათია მთელ დღეებს ერთად ვატარებდით

მერე პოკემონის თუ რაღაცის ამოტრიალება მასწავლა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ცურვაც ერთად ვისწავლეთ,არადა ორივეს როგორ გვეშინოდა,ბასეინის კედელს არ ვშორდებოდით

აუ რა მაგარი იყო ჩვენი "ცურვა" - ხელი ხელ ჩაკიდებულები ბასეინის კედლებს მივყვებოდით
ნუ დედები ერთად გვაჭმევდნენ ხოლმე,მე იმის ხათრით ხორცს ვჭამდი,ის ჩემი ხათრით ატამს.
ეჰ.... ეხლაც რა კარგი ბიჭია <3
საერთოდ ვინც მომწონდა მგონი ყველა ჩემზე პატარა იყო 1 წლით ან თვეებით
ხო აი სკოლიდან უკვე სერიოზულ ამბებში ვიყავი : ))