ძნელია, როცა გიყვარს და
უმტკიცებ ვიღაცას შენ როგორ გიყვარს
მოიჩრდილავ ხელს მიიტან თვალებთან გადაიფარებ და მოჭუტული მომღიმარი სახით უცქერი, როგორ მოდის შენთან...
როდესაც ის შენთან მოდის, რა ხდება იცით?
შევადაროთ ერთმანეთს მზის ჩასვლა და ამოსვლა
როდესაც მზე ამოდის ფანტავს სიცივეს და სითბოს სჩუქნის ყველას
ჩადის და იწყება სიცივე
ასეა ის ვინც შენთან მოდის
როდესაც მოდის კარგად ხარ
როდესაც მიდის გცივა და გსურს გაგათბოს სხვამ
ხშირია ისეთი შემთხვევებიც , როდესაც გული სითბოთი გაქვს სავსე და ამ დროს მოულოდნელად
წვიმაც წამოვა და მოჰყვები წვიმაში
ეძებ თავშესაფარს, ცდილობ შეაფარო თავი რამეს, არ გინდა დასველდე, რადგანაც იცი რომ დასველდები შეგცივდება
მაგრამ მაინც სრულიად მარტო მდგარი, არავინ გიწვდის, ხელს, თავშესაფარს არავინ გთავაზობ...და ასე სრულიად გაუაზრებლად სველდები....
ჩამოდი ეს წვიმის წვეთებიც და წკაპა წკუპით ეწვეთება იმ სითბოს, რაც დატოვებული გაქვს გულში..და ნელ ნელა აქრობს...აქცევს ორთქლად და ეს ორთქლიც ნელ ნელა იპარება შენიდან
შენ კი დგახარ და ეძებ თავშესაფარს, დგეხარ ქუჩაში როცა წვიმს იყურები მაღლიდან და ნატრობ მზის გამოჩენას
მზის, რომელიც მიჰფარებია ღრუბელს და თავისთვის მშვიდად ისვენებს...და არ იცის რომ ელოდებიან
და თქვენც მიდიხართ წვიმაში მანამდე სანამ არ გადაიღებს წვიმა, კვლავ სანამ არ გამოანათებს მზე, რომელსაც უფრო მწველი სხივები აქვს და მანამ სანამ არ შეგაშრებათ წვიმაში ნატირი ცრემლი რომელსაც ვერ გრძნობთ

ასე რომ დაელოდეთ
ხვალ შეიძლება უფრო თბილი მზე ამოვიდეს