მაგათ გრძნობების დაფასება არ იციან, რა გშურს???
იცი რა... როცა რაღაც გრძნობა გქონდა- არ შეიძლება დღეს გიყვარდეს და ხვალ არა... მე არ მესმის როცა მეტყვიან-მიყვარდა.... როგორ შეიძლება მერე ის გრძნობა ისროლო??? გადააგდო???...
კი შეიძლება 3-4 შეყვარებული გყავდეს, მე მაგალითად ჩემს ყოფილთან მმმმმაგრად ვმეგობრობ და არასდროს ვინანებ მასთან ურთიერთობას- რა სისულელეა, და არასდროს ვიტყვი რომ ეხლა არაფერი მაქვს მასთან- რას ამბობ, დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მასთან გატარებულ სულელურ და ბავშვურ დროს სიცილით ვიხსენებ და მსიამოვნებს ის რომ მასაც ის ურთიერთობა ღიმილს გვრის
ეგეთი ადამიანის არ უნდა გშურდეს... მე ვერ შემშურდება ადამიანის რომელმაც გრძნობების დაფასება არ იცის...
რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა დაშორდეთ,ჩემი აზრით ერთად გატარებული დრო სასიამოვნოდ უნდა გაგახსენდეს- მაშინ ხომ ბედნიერობდი...
და ამაზე:
და რამდენად მიეცი შანსი სხვებს რომ დაენახვებინათ შენთვის რომ მას შეცვლიან დაშეიძლება უკეთესებიც არიან? რა იცი? სცადე?... დარწმუნებული ხარ რომ კარგად სცადე?...
იცი.. როცა ვხედავ რომ ბიჭს ჩემთან აღარ უნდა- არ ჩამოვეკიდები, გავუშვებ და გამიხარდება თუ ის მართლა ბედნიერი იქნება.. კი მეტკინება რაღაც მომენტში რომ ჩემთან ვერ ნახა ეგ ბედნიერება.. რაღაც დრო მართლა ნატკენი ვიქნები.. მაგრამ ცხოვრებას ისევ გავაგრძელებ- ნაღდად არ შევიმჩნევ რომ მტკივა... პირიქით- ორმაგი ძალებით და უფრო მეტი ენთუზიაზმით შევუდგები ჩემს სამუშაოს, ჩემი გარდერობის გახალისებას, მეგობრებთან გართობას...
ხო ხვდები... და არასდროს ვილაპარაკებ მასზე... იმიტომ რომ ყველანაირად ვეცდები ის უბრალოდ დღიურის ერთ ფურცელზე დავტოვო.. და რა საჭიროა სხვა ფურცლებზეც ვახსენო ხოლმე- თუნდაც გაკვრით რომ მენატრება...
სისულელეა და თავის მოტყუება...
იცხოვრე და შეირგე რა.. იბედნიერე... და ნურასდროს მიიყვან საქმეს იქამდე რომ შენი ბედნიერება და ხასიათი ერთ ბიჭზე იყოს დამოკიდებული.. ბედნიერება ბევრი რამისგან უნდა მიიღო და ეგ ბიჭი მაგ ბედნიერების მიღების მაააააააააქსიმუმ 15-20% უნდა იყოს

ეს როცა შეყვარებულობაზეა საუბარი
This post has been edited by ProMisCuouS on 7 Sep 2009, 16:19