#15799680 · 2 Oct 2009, 15:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | აბა განავრცე ცოტა. არ წამიკითხავს |
მივდიოდი შორ გზაზე. ისე მოხდა რომ ცუდი ადგილი შემხვდა, პირისპირ რომ სხედან მგზავრები. და ჩემს წინ სულ ქალები იყვნენ ასე 30-48 წლისები. წარმოვიდგინე კაცი რომ ვიყო, რომელ ქალს ავარჩევდი მეთქი. ორი ჩემს წინ ეგრევე გამოირიცხა, თუმცა ერთ-ერთი ლამაზი იყო, ვისაც თეთრი, ცისფერთვალება ქალები მოსწონს, გეგონებოდა ტუჩები ოდნავ სველი აქვს. ასევე ახალგაზრდა გოგოც მალევე ამომივარდა თავიდან, მობილურზე დაილაპარაკა და რაღაც არ მომეწონა მასში. გვერდით რიგში შავგვრემანი ქალი იჯდა, შეიძლება ზედმეტად სერიოზული, დავაკვირდი რომ ლამაზი იყო. და უფრო იმით იქცევდა ყურადღებას რომ სავარძელზე კი არ იყო მიყუდებული და მოდუნებული ყველასავით, არამედ სწორად ეჭირა ზურგი და ფანჯარაში იყურებოდა, უფრო შორს ვიდრე ცვალებად პეიზაჟს სწვდებოდა თვალი. კომედია აჩვენეს მატარებელში, საკმაოდ სასაცილო, ძველი და ცნობილი: ვაკვირდებოდი რომ არ გაუცინია, ფილმის ბოლოს გაიღიმა ოდნავ. რაღაც პერიოდი ჩაეძინა და ძილშიც თითქოს არ დაკარგა თავდაჭერილობა, ამ დროს შემრცხვა კიდევაც რომ ვუყურებდი და ჩაწვდომა მინდოდა მის უფრო დაუცველ ფიქრებში. რომ ადგა, სწორედ ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა, ჩემი გემოვნებისთვის ზედმეტად გამხდარი, კარგი აღნაგობის, ამაყი სიარულით. რა თქმა უნდა, მგზავრობის დასარულს, გამოელაპარაკა გვერდით მჯდომ ქალს (ამ ქალს არც მივაქცევდი ყურადღებას, ასაკის გამო, თან ზედმეტად მაღალი იყო) და ყველაფერი მოუყვა თავის ცხოვრებაზე. გამიკვირდა რომ ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე უკვე ვიცოდი მასზე მაინც დარჩა ამოუცნობი და ძალიან მიმზიდველი, სულ მემახსოვრება. * * *
QUOTE | ფანტაზიისთვის და ინტრიგისთვის ადგილი აღარაა სულ შიშველ ქალში. |
მართალი ხარ; კაცმა არასდროს არ უნდა გნახოს სულ შიშველი.
--------------------
Není lepší nepřítel než ten, kterého si vymyslíte.
Before you diagnose yourself with depression or low self-esteem, first make sure you are not, in fact, just surrounded by assholes.
|