თავიდან ძნელია, მერე ისე ეჩვევი, წარმოუდგენელიც ხდება კაცის გვერდით ყოფნა. ჩემთვის უკვე თავისუფლება ისეთი მნიშვნელოვანი რამ გახდა, რომ არავისგან არ ავიტან მის შეზღუდვას რამენაირად. და კაების უმეტესობა მიანც გზღუდავს რამენაირად. და ბავშვის აღზრდაში არავინ რომ არ ერევა ჩემს გარდა ამასაც მივეჩვი. ვინმემ რომ გაბედოს და ჩემს შვილს ცუდი ტონით მიმართოს ხო ამოვატრიალებ ტვდაყირა, ან კიდე რომ მითხრას რასაც შენ აკეთებ არაა სწორი და მე ეგეთი მეთოდი აღზრდის არ მომწონსო. მოკლედ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ყვ***იანი ქალი ვხდები, რაც ძAლიან არ მინდოდა, მაგრამ ვერ გავექეცი. რამდენიმე წელიწადში ამომეზარდა.
და ქალობას რაც შეეხება, ის რეკლამა მახსენდება, "მე ქალი ვარ და არა ჭურჭლის მრეცხავი"

მე ისევ ქალების კატეგორიაში შევდივარ, უბრალოდ სუსტ სქესს ვერ დავარქმევ ჩემს თავს. ნუ რა კაცი უნდა მედგეს გვერდით, რომ მის ფონზე სუსტად ვიგრძნო თავი...
პრინციპში ეგეთ კაცს ვეძებ. მაგრამ არ ჩანნან. ჩემზე ძლიერები არ არიან. და ვერ ვიტან ამას. ადვილად რომ მნებდებიან და ჩემ ჭკუაზე მატარებინებენ თავს, ეგრევე მეკარგება ინტერესი.
იდეაში უკვე აღარ ვარ სასურველ-საოცნებო საცოლე (ჩემი წარსულის და შვილის ყოლის გამო), მაგრამ მაინც პარადოქსია, რომ პრეტენზიის დონე საგრძნობლად ამეწია და გაცილებით უფრო მეტს ვითხოვ კაცისგან, ვიდრე მაშინ, როცა მქონდა ამის მოთხოვნის ყველანაირი საფუძველი.
ამის დედა ვატირე, რატომ მქონდა დაბალი თვითშეფასება 5 წლის წინ? ამან წამამტვრევინა ცხვირ პირი.