არასოდეს არავინ მენატრებოდეს.
არავინ იყოს შორს,
ან იმდენად ახლოს, რომ დისტანცია მახრჩობდეს.
მინდა ტვინის განიავება.
გასეირნება.
ხოდა წავალ, გავისეირნებ.
* * *
შენ სერიოზულად აფრენ!
რა სისულელეებს აკეთებ, შეგრცხვეს რაა.
ხომ არსებობს რაღაც ზღვარი, შენ მორღვეული გაქვს.
ოფიციალური ლუზერი ხარ ამ მდგომარეობაში.
არადა, მაგარი იგბლიანი ხარ მაინც, უბრალოდ ვერ იყენებ ამ შანსებს. იცოდე ყველაფერს დაკარგავ, თუ ტვინს არ გაანძრევ და ყველას.
გეყოფა, რა!
ჩემო თავო

მე მინდა უბრალო, მშვიდი, სტაბილური და გაწონასწორებული ცხოვრება.
ამ ქაოსისგან და ადრენალინისგან გადავიწვი.
აღარ მინდა.