მეტნაკლებად გადავიკითხე თემის ყველა პოსტი და როოგრც ვხედავ ერთხმად უთხარით პლანს უარი ..
ძალიან კარგი!
ადრე ვეწეოდი, ძალიან აქტიურად არა
საშუალოდ თუ შეიძლება ეს ტერმინი მიუსდაგოთ, დღეს დღეობით აღარ ვეწევი და კარგახანია არ გავკარებივარ..
დღეში ერთხელ ორდღეში ერთხელ, მოკლედ როდის როგორ ..
პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან რომ როგორც ყველამ ვიცით ლომკა და რაღაც მსგავსი პლანს არ აქვს ..
თუ ვინმემ თქვას რომ პლანმა ლომკა ამკიდაო და სურვილი მაქვს მოვწიოვო, იცოდეთ რომ იტყუება ..
რაც შეეხება გამოდებილებას არც ეგაა სწორი, მყავს ისეთი მეგობრები რომებიც ძალიან ხშირად ეწეოდნენ, დღეში რამოდენიმეჯერაც და ამ ყველაფერს ჰქონდა სისტემატიური სახე (სეზონზე განსაკუთრებით

.) არასდროს მე ისინი გამოდებილებული, გამოთაყვანებული სახით არ მინახია ..
კი, არის მომენტები როცა "დოზაზე" მეტი მოგივა, ანუ იღორებ, ცუდ დღეში ჩაგაგდებს, მაგრამ როცა ზომა წონა იცი არასდროს მსგავსი რამ არ დაგემართება ..
შეტყობით ეტყობათ მოწეულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ერთერთი და უტყუარი "სიმპტომი" თუ ამას ასე შეიძლება დავარქვათ არის თვალების ჩაწითლება, მაგრამ რა ხელს გიშლით?
გაგისინჯავთ? დაგიჭერიათ ის კაიფი რასაც ისინი იჭერენ მოწევის შედეგად?
არ მესმის საერთოდ რატო შეიძლება იკრძალებოდეს პლანი, ამაწინად ერთს ვესაუბრებოდი ამ თემაზე და საზოგადოებისთვის სახიფათო პირი ხდება მოწეულ მდგომარეობაში მყოფი სუბიექტიო ..
ჩემთვის გამეცინა, ე.ი. პლანის კაიფში მყოფი პირი არის სახიფატო საზოგადოებისთვის და ღვინის შედეგად დამთვრალ გახლეწილი ადამიანი არა ხო?
ღვინის შედეგად მთვრალები აკეთებენ ავარიებს, ჩხუბობენ, ხშირ შემთხვევაში სიმთვრალეს ადამიანები მიჰყავს ფატალურ შედეგებამდე, ავარიები მკვლელობები და ა.შ.
სტატისტიკურად რომ შევადაროთ, მთვრალი ადამიანი უფრო აშავებს ვიდრე პლანის კაიფში მყოფი, არა მაქვს სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე საუბარი რატო არ ვკრძალავთ ღვინოს? რატო არ ვეუბნებით სასმელს უარს?
ბარიგები დასასჯელი ხალხია, ისინიც ვინც 17-18 წლის მოზარდს მოაწევინებს, მაგრამ სოლიდური ასაკის მქონდე ადამიანი რომ იწვალებს, დათესავს მოუვლის ისე საკუთარ თავს რომ არ უვლის, გაზრდის, მოკრიფავს, გაახმობს მზეზე, დაჭრის, გააკეთებს და მოწევს, ის როგორ უნდა დაიჭირო?

.
არც პლანის პროპაგანდას ვეწევი და არც იმას ვამბობ რომ კარგია, უბრალოდ ვინც ეწევა შეეშვით იმ ხალხს და შეურაცჰყოფას ნუ აყენებთ, უნდა და ეწევა ..
დანარჩენები ხომ ვცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ხოდა ვიცხოვროთ როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორი ..