მოდით რა თემასთან დაკავშირებით დავკონკრეტდეთ მსმელის და ლოთის ტერმინოლოგიის ხმარებაში.
ნუ მაინც ქართველები ვართ, ვგონებ, და სუფრის ტრადიაცია, თუნდავ გადაგვარებული ფორმით, მოყუჩებულად და ვიწრო წრეში მოსულა. ეს აუცილებელია, ჩვენი წინაპრები ოდიდგანვე განმუხტვისათვის, დროსტარებისათვის ამ ხერხს მიმართავდნენ. სტუმარ-მასპინძლობაშიც შინ და გარეთ ამ ღვინის ქვეყნის შვილების არჩევანია... ... ...
ლოთი უფრო რუსეთიდან მოდის (ანუ ცივი ქვეყნებიდან),ჩემის გაგებით, იქ სადაც ხალხი სულ სვამდა გასათბობად, მერე დაბრუალებული პონტის კაიფს იჭერდა. ნუ საქართველოშიც არიან ასეთები და ძალიან მეცოდება ლოთები, ლოთი არც კაცი და არც ქალი. არ მომწონს ლოთობა მორჩა და გათავდა. უფრო მეტიც, თუ მეცოდინება ლოთთან მაქვს საქმე თავს შორს დავიჭერ. მასთან არ დავლევ, ვიღაცის ცოდვაში ფეხს არ ჩევდგამ.
მსმელ ბიჭებსა და გოგონებს კი გაგიმარჯოთ, გეხუტუნებით და გესიყვარულებით. ნუ ვინც სიმღერა და დაკვრა იცის იმათ წინაშე თავს ვხრი, თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. თუმცა გეთანხმებით მსმელ ხალხთან ცხოვრება საკმაოდ ძნელია და ამიტომ აქვე მათ ოჯახებსაც თავს ვუხრი, რომ გვაკეთილშობილებენ.