თუ ნდობაში არ შეხვედი, როგორღა შეძლებ ადამიანის შეყვარებას?
არ ნდობა უკვე იმთავითვე გამორიცხავს სიყვარულს.
უნდობლობა იმთავითვე არის სიყვარულზე უარის თქმა.
და ეს უფრო დიდი უბედურებაა, ვიდრე ის, რომ იყო უნამუსოდ მოტყუებული, გაწბილებული...
როცა ადამიანი რაიმეს, ვთქვათ შემოქმედებას - უძღვნის თავს, ის ვერ შევა შესაბამის აღქმა-განცდაში, გრძნობაში იმ მასალასთან, თუ მისდამი ნდობა არა აქვს. და შესაბამისად ვეღარც შექმნის რაიმე ღირებულს.

ხოლო სიყვარული უნივერსალური გრძნობაა. ყველა გრძნობის ჯამი კიარა

ყველა გრძნობაერთად და +. ანუ ზე გრძნობაა.
როგორ მოახერხებ ამას, თუ სრული ნდობით არ შეხვალ ურთიერთობაში იმ ადამიანთან, ვისთანაც ეს ზეგრძნობა უნდა განიცადო?
ანდა -როგორ უნდა ეკონტაქტო ადამიანს, რომელსაც მთლიანად არ ენდობი?
მაშინ გამოდის, რომ უნდობლობაში და არსიყვარულში თავადაც მიგიძღვის წვლილი.
რომც აღმოჩნდე მოტყუებული და გაწბილებული -თუკი სრული ნდობით შეხვალ, შენ ხარ სუფთა და სიყვარულის პაწია სხივი მაინც შემოვა შენში. იმიტომ რომ შენ სუფთა იყავი. ეს სხივი როდესმე გაძლიერდება -შესაბამისად, თუ არ ჩააქრობ, რათქმაუნდა, და სასწაულებს მოახდენს შენში.
უსიყვარულო ცხოვრება უბადრუკობაა. ცხოველის სიცოცხლე ჯობია, რადგან ცხოველი მუდამ მისი სიცოცხლის შესაფერისი ცხოვრებით ცხოვრობს.
ადამიანის ცხოვრების შინაარსი კი სიყვარულია.
ნდობით გაღებული გული.
მთლიანად. სრულად.
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო