ამ სტატიას ვკითხულობდი და ეს თემა გამახსენდა

- თხელი ტუჩები – საკუთარ თავში ჩაკეტილ, ნაკლებად კონტაქტურ ადამიანებს აქვთ. ხშირად ცხოვრებაში წარუმატებლები არიან და მტკივნეულად აღიქვამენ გარშემო მყოფთა წარმატებებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეგობრები მათთვის ძალიან ძვირფასია და ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად.
- ოდნავ წინ წამოწეული ზედა ტუჩი – მიგვანიშნებს მიზანდასახულ, თავდაჯერებულ, თავმოყვარე და ამბიციურ ადამიანზე. ის “მუდამ მართალია”, ყოველთვის ცდილობს, თავისი გაიტანოს და არად დაგიდევთ სხვათა შეხედულებებს.
- ოდნავ დიდი ქვედა ტუჩი – უმეტესწილად, ეგოისტი, გაუწონასწორებელი და მერყევი ხასიათის ადამიანების დამახასიათებელია. მათთან ურთიერთობა რთულია, რადგან გარშემო მყოფთა მიმართ ზედმეტად მომთხოვნები არიან და ყოველთვის ცდილობენ სხვებზე დომინირებას.
- მკვეთრად მოხაზული კონტურის ტუჩების პატრონები – არაამბიციურ ადამიანთა რიგს მიეკუთვნებიან. მათ მცირედიც აკმაყოფილებს, არ აგებენ ოცნების კოშკებს, გამოირჩევიან კონსერვატიულობით. აკლიათ თავდაჯერებულობა და ხშირად ეუფლებათ დეპრესია.