aranormaluriკაი, დავშლი, რახან არ გესმის. მეგონა არ დაგჭირდებოდა, მარა ნუ რას იზამ.
შენ დაწერე მათზე, 13 წლის ასაკში რომ იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ამაზე თუ არ ვცდები გიპასუხე რო სადაა აბა ეგეთები.
შენ მიპასუხე რო აი თუნდაც 13 წლის ასაკში რო თხოვდებოდნენ 90-იანებში
დეტალები შესაძლოა გამომრჩა, მარა ზოგადი სურათი ეგ იყო.
ხოდა აი მეც, იმის იმედით, რომ შენი გონება ამას უცებ მოხარშავდა, გითხარი მოკლე ფორმულირებით ის, რამაც ასე გაგახარათ შენ და ანჩხლი.
აზრი კი არის მარტივი. "13 წლის ასაკში გათხოვება" და "13 წლის ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება და მერე რასაც უნდათ იმის კეთება" არის ორი სხვადასხვა რამე.
ეგ რაც შეხება ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას და ზოაგდად, შენ მაინც, კდემის ნიუანსებში ფრიად გარკვეულმა, ხომ იცი, რომ გათხოვება საქართველოში, მითუმეტეს 13 წლის ასაკში, არ გულისხმობს მაინცდამაინც აქტიური სქესობრივი ცხოვრების დაწყებას, ისევე როგორც სქესობრივი ცხოვრების დაწყება არ გულისხმობს გათხოვებას (იმედია ამის ახსნა მაინც არ დაგჭირდებათ, თუ რატომ). ანუ რეალურად სხვადასხვა რამეებია ეგენი აქ. გინდა, არ გინდა, ეგრეა ეხლა და შეუკურთხე თუ გინდა.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ საგანგებოდ თქვენთვის, რომ საქართველოზეა ლაპარაკი.
სხვათაშორის ანჩხლმა კი მოიგიჟიანა თავი, მარა გარკვეულწილად სიმართლე თქვა. აქ ხშირად ბავშვის კდემამოსილად ჩასახვისთვის თხოვდებიან, ცნობილი პრინციპით - "ბავშვის გულიზა, თვარა რავა ვიკადრებდით". რავი, მე პირადად მაგას აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას არ ვეძახი და ახლა თქვენი არ ვიცი.
და ეს ქართული რეალობაა, ჩემი მოსაზრება და პოზიცია არაა ეს

ძალიან კი მტენით, მარა ჩვენ ბოდიში.
ჰოდა ნუ ანჩხლის ისტერიკა არ გამკვირვებია, მარა აი შენგან ცოტა გამიკვირდა. გამონათებები გაქვს ხოლმე შიგადაშიგ მსჯელობის ამბავში ბოლეემენეე და არ ველოდი. რა ვქნა, მაპატიეთ. აღარ შევცდები