#16982379 · 17 Dec 2009, 00:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
hyperzetვაიმე გული გამისკდა.რამდენი კითხვა მომაყარე | QUOTE | natiko22 sorry მგონი მოგისწარი |
მე ხვალამდე აქ ვარ | QUOTE | | ოცნება, რომელიც აგიხდა? |
ბევრჯერ ამხდენია ოცნება.რომელი ერთი გითხრა? ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი-შვილი მინდოდა მყოლოდა-ეს ამიხდა. და მეორე-ჯგუფში მინდოდა დაბრუნება,საიდანაც 3 წლის წინ წამოვედი,დაბრუნების შანსი თითქმის არ იყო და ეხლაც მიკვირს რომ ეს ოცნება ამიხდა.
| QUOTE | | რამ შეიძლება შეგცვალოს რადიკალურად? |
რადიკალურად? ალბათ არაფერმა
| QUOTE | | საყვარელი სასიკვდილო მორალური იარაღი? |
კულტურული გამოლანძღვა,2 სიტყვით.
| QUOTE | | შენი აქილევსის ქუსლი? |
გულჩვილობა
| QUOTE | | შენი ყველაზე დომინანტი დადებითი თვისება? |
თავმდაბლობა
| QUOTE | | შენი ყველაზე უარყოფითი თვისება? |
სიზარმაცე
| QUOTE | | რა დევს შენს „შავ ყუთში“? |
თეთრი ვარდები და დიდი სიყვარული
| QUOTE | | სიძულვილის დადებითი მხარე რაა? |
სიძულვილს დადებითი მხარე არ აქვს
| QUOTE | | ვინ ან რაა შენი ანტიდეპრესანტი? |
საყვარელი მუსიკა,რომელიც ყოველთვის დადებითად მოქმედებს
| QUOTE | | რატომ დათანხმდი სავარძელზე ჯდომას? |
სახალისოა და ვფიქრობ გავხალისდები
| QUOTE | | რომელ დღეს გაიმეორებდი და რატომ? |
ჩემი შვილის დაბადებას,კიდევ მინდა შვილი და იმიტომ
მომღიმარი,პატარა გოგონა,რომელსაც გაზრდა არ სურს
შვილისადმი სიყვარული
როცა ღრუბლებიდან მიწაზე ვენარცხები და ჩემი ოცნებები იმსხვრევა
| QUOTE | | ოცნების მსხვრევის ხმა როგორია? |
საშინელი,ბოროტი ხმაა,რომელიც პირდაპირ ტვინში გირტყამს
| QUOTE | | ტკივილს მოუყენებია სიამოვნება? |
არასდროს
| QUOTE | | აქტიური პროტესტის ფორმებს მიმართავ და პასიურისას? |
უფრო პასიურს.
| QUOTE | | სიმართლე იარაღია თუ სისუსტე? |
გააჩნია სიმართლეს.ხშირ შემთხევევაში შეიძლება უფრო სისუსტე.
| QUOTE | | შენ და შენს ალტერ ეგოს შორის როგორი სხვაობაა? |
ალტერ ეგო უფრო თამამია და უფრო რისკიანი.სინამდვილეში ასეთი არ ვარ
| QUOTE | | შენში არსებულ ნეგატიურ ენერგიას უმოქმედია შენზე პიროვნულად? და როგორ? |
არა,ძლიერი ადამიანი ვარ,ნეგატიური ენერგია ვერ მერევა
ჩემს მზერას თუ გულისხმობ-სხივს.
| QUOTE | | წამი როდესაც არ ხარ? |
მე ყოველთვის ვარ
| QUOTE | | რა განსხვავებაა შენს ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ასაკს შორის? |
ძალიან დიდი სხვაობაა. ფსიქოლოგიურად ბევრად პატარა ვარ,ვიდრე ბიოლოგიურად
ცხოვრება
ჩემს გარშემო ყველას,ვისაც ვუყვარვარ
| QUOTE | | ბედნიერება შენს შიგნითაა თუ გარეთ? |
ჩემს შიგნით.მირჩევნია ყოველთვის ასე იყოს.მხოლოდ სხვისი თვალისთვის ბედნიერი არასდროს ვიქნები
| QUOTE | | ყოველთვის გეგმავ თუ სპონტანურობაც გახასიათებს? |
ხანდახან ვგეგმავ,ხან სპონტანურად ვიღებ გადაწყვეტილებას.გააჩნია სიტუაციას და გარემოებას
| QUOTE | | შენი ადრენალინის საშუალება და დოზა? |
მხოლოდ და მხოლოდ ცეკვა.დოზა საშუალო.
| QUOTE | | მსხვეპლის გაღება შეგიძლია? |
ჩემს უკანასკნელ 3 წელს თუ გადავხედავთ,შემძლებია
| QUOTE | | სიყვარული ბიოქიმია და ფსიქოლოგიაა მხოლოდ? |
არც ერთია და არც მეორე.სიყვარული ერთგვარი ნიჭია
| QUOTE | | თვითშთაგონება შეგიძლია? |
შემიძლია.
| QUOTE | | რას ვერ მართავ შენს თავში? |
გრძნობებს,გულის კარნახს.
| QUOTE | | კინო ან ლიტერატურული გმირი, რომელიც გგავს.. |
გიდე მოპასანის "წუთისოფელის" მთავარი გმირი-ჟანა.ძალიან მგავს
| QUOTE | | ფილმი, რომელსაც შეგიძლია სულ უყურო? |
a walk to remember
| QUOTE | | რა გაკავშირებს ადამიანთან, იდეა, ემოცია, ინტელექტი თუ ? |
ემოცია და საერთო ინტერესი
| QUOTE | | გონებაში წარმოქმნილი შეგრძნება უფრო ძლიერია თუ გარემო ფაქტორებიდან? |
გარემო ფაქტორებიდან მიღებულ შეგრძნებებს ჩემი დანგრევაც შეუძლია და პირიქით
| QUOTE | | შენი საყვარელი ტრანსის სახეობა? |
საყვარელი მუსიკა
| QUOTE | | ფორუმი რაა შენთვის გართობის საშუალება, ურთიერთობის თუ just killing time? |
გართობის საშუალება
ვფიქრობ არა
| QUOTE | | გაქვს სურვილი რომ ვინმემ შენი პორტრეტი დახატოს? |
უკვე დახატეს ჩემი პორტრეტი
| QUOTE | | ამინდი როგორ მოქმედებს შენზე? |
მოქმედებს, მზიან ამინდში ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ
|