შემირცხვენია!
შემირცხვენია მე ყველა ქალი,
შემირცხვენია მე ყველა დედა,
ვინც თავის პატარა ბავშვების თვალწინ
სიგარეტს იღებს და მოწევას ბედავს!
შემირცხვენია მე ყველა ქალი,
ვინც კი საერთოდ სიგარეტს ეტრფის...
ერთი საათიც ვერა სძლებს ისე,
რომ "ლომკა" ახრჩობს, ვით მოყმეს ვეფხვი...
შემირცხვენია ყველა დიაცი,
შემირცხვენია მათი ქალობა!
ნეტავ სად გაქრა, საით წარილტვა
კდემამოსილი მანდილთ თაობა?!
შემირცხვენია მე ყველა ქალი,
ყველა გოგონა და ახალგაზრდა,
ვინც კი სიგარეტს აბოლებს ურცხვად,
მათ ვეკითხები: რა დედამ გზარდათ???
მათ ვეკითხები: ხალხნო, მითხარით,
რა მოგწონთ ე მაგ საწამლავშია?
რა შვებას გაძლევთ ეგ დასაწვავი?!
ან სიტკბოება მისი რაშია???
თუმცა ვინ მომცემს პასუხს იმაზედ,
რაც არ არსებობს ბუნებაშია?!
პასუხი – ჩვენის წამხედურობით
არაფრისმომცემ "სვეცკობაშია"!
მე მინდა ვუთხრა ყველა ქალბატონს:
გონს მოდით, სანამ არ არის გვიან!
იღუპავთ თავს და ღუპავთ მომავალს –
ასეთ საქციელს აბა რა ჰქვია?!
დაფიქრდით თუნდაც სულ ერთი წუთით,
რა იქნებოდა, რა მოხდებოდა,
რომ თამარ მეფეს, ანდა შუშანიკს
თრიაქთ ფურაქი მონდომებოდა?!
და ყოველივე ამისა შემდეგ,
შემირცხვენია მე ყველა ქალი,
ვინც ვერ გაიგო თავის მისია,
ვინც ვერ შეიგნო თავისი ვალი!
შემირცხვენია მე ყველა ქალი,
შემირცხვენია ყველა მანდილი,
ვინც ვერ ჩაიკლა თვისსავე თავში
ამ მავნე ჩვევის მძაფრი წადილი!!!
P.S. არ ვიცი ვისია აგი ლექსი, მარა თემას მოუხდება მგონი