HAGმემგონი უფრო განვრცობაა საკითხის რომ გაიგო, თორემ გაგყვებათ ის გრძნობა რაც გამოაჩინეთ ამ "პ.ს."-ში...
მე მაგით იმის თქმა მინდოდა რომ შეყვარებულების ყოლა არ მიუთითებს იმაზე რომ მყარ(მუდმივ-სიყვარულიან) ოჯახს ვერ შექმნის, თუმცაღა გააჩნია...
ბაღში უყვართ ბავშვურად, სკოლაში რამოდენიმე "ლოვე"-ს იცვლიან, მაგრამ მანდაც ისეთი პონტია უმეტესწილად - უყვართ, ის ბიჭი ან ყურადღებას არ აქცევთ, ან აქცევს მაგრამ რაღაცას მიქარავს ურთიერთობაში და გადაუყვარდება... სკოლის დამთავრებისას და მერე უკვე ამ შეყვარებულებთან შეიძლება სექსუალური კავშირიც მოხდეს(ადამიანს გააჩნია), მერე ცოტა ხანში დაშორდებიან და გოგო ფიქრობს რომ პირველი სექსი იმ ადამიანთან ჰქონდა ვინც მას მხოლოდ დროებით უყვარდა... მერე ასეთი ურთიერთობა იქნება რამოდენიმეჯერ და ბოლოს ნახავს ბიჭს რომელსაც ყველაზე მეტად ეხამება ხასიათებითაც(და არამარტო), შეუყვარდება კიდეც. შექმნის ოჯახს, გავა რამოდენიმე წელი და მათ შორის გაქრება(95% შემთხვევებში ასეა) გრძნობა/ვნება/სიყვარული, მაგრამ რჩება ურთიერთგაგება, მეგობრობა, პატივისცემა, რაც ასე თუ ისე მათ ოჯახს კრავს და ამას შვილიც ემატება... ამ დროს შეიძლება უკვე ახალი თავგადასავლების მიზნით კაცმაც და ქალმაც მინირომანები გამოცადონ ქორწინების გარეთ, თუ რომელიმეს სიყვარულში გადაეზარდა ცუდადაა საქმე... მერე იწყება სკანდალები, ტვინის ჭამა და ასე შემდეგ, მერე შეიძლება გაეყარონ... და ესაა ტიპიური ამერიკული ოჯახი(და არამარტო)...

ეს ერთი ტიპის გოგოს სიცოცხლის გარკვეული მონაკვეთია... შეიძლება შევითანოთ ცვლილებები ეხლა მაგ აბზაცში - მაგალითად რომ ქორწილამდე არ ჰქონია სექსი - რაც უფრო გაამყარებს ქმართან მის გრძნობას, რადგან პირველი სექსი უფრო სხვა ემოციურ დატვირთვას ატარებს და უფრო სხვანაირ ემოციურ ბმას ქმნის... თუმცა აღსანიშნავია რომ გამოუცდელი გოგო უფრო მეტად შეიძლება შეცდეს კაცის არჩევაში, თუმცაღა ეს მის პიროვნულ განვითარებაზეა დამოკიდებული და არა სექსუალურ გამოცდილებაზე...
ამასთან ერთად არის "სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის" იდეა... თუ სიყვარული ერთხელ არ მოდის, მაშ რა აზრი აქვს ქორწილს? გასაგებია განსხვავებულია სიყვარული სხვადასხვა ჯერზე, მაგრამ საბოლოოდ ყველა მთავრდება...
მეტს აღარ განვავრცობ, ჭადრაკის მატჩის ყურება უნდა დავამთავრო იუთუბზე და მერე დავიძინო უნდა, გვიანაა მაინც...
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.