თემიდან გამომდინარე ერთი ანეგდოტი გამახსენდა:
მოკლედ იყო ერთი მდიდარი კაცი და ყავდა 3 სხვადასხვა ტემპერამენტის ქალი.
ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა ცოლის მოყვანა მაგრამ ამ 3 ქალს შორის არჩევანს ვერ აკეთებდა,
ხოდა მოიფიქრა ასეთი რამ: სამივეს მისცა ათ-ათი ათასი ევრო და უთხრა რაშიც გინდათ იმაში დახარჯეთო ხოლო ერთი თვის თავზე მნახეთ და მომიყევითო.
ერთი თვის მერე:
1. პირველი ქალბატონი მოვიდა უკანასკნელ მოდაზე გამოპრანჭული ახალ-ახალი ტანსაცმლით და ძვირფასეულობით შემკული და უთხრა რომ ის მის გულისთვის გაიპრანჭა ჩაიცვა დაიხურა და შეიმკო, რათა მისი შესაფერისი იყოს და გვერდი დაუმშვენოს.
2. მეორე ქალბატონი მოვიდა და მოუტანა ჩვენ ვაჟბატონს უამრავი ტანსაცმელ-სამოსი, მამაკაცის სხვადასხვა საჭირო აქსესუარები და უთხრა რომ მისი გარეგნობა, კარგადყოფნა და ჯანმრთელობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
3. მესამე ქალბატონი კი გაორმაგებული კაპიტალით დაბრუნდა 10 ათასი უკან დაუბრუნა და უთხრა რომ ერთი მაგდენი წარმატებული აქციონერობით
მოეპოვებინა რაც ხელმეორეთ სარფიან ბიზნესში ჩაედო.
ისმის შეკითხვა თუ რომელი ქალბათონი მოიყვანა ცოლად ჩვენმა ვაჟბატონმა
პრანჭია, მასზე მზრუნველი თუ წარმატებული ბიზნესმენი?
"ცხოვრება ხანმოკლეა. დაარღვიეთ წესები, აპატიეთ სწრაფად, აკოცეთ ნელა, გიყვარდეთ გულწრფელად, იცინეთ მთელი გულით და არასდროს ინანოთ არაფერი, რამაც ღიმილი მოგგვარათ."
მარკ ტვენი ❤