გრძნობა მე გეტყვი რატო არ ჩნდება:
თავიდან ხომ გიჩნდებოდა, ალბათ ადვილადაც გიყვარდებოდა

მაგრამ რამდენჯერაც შეგიყვარდა, გულნატკენი და
იმედგაცრუებული დარჩი, ყოველი მომდევნო ურთიერთობა ნაკლებ ემოციური იქნებოდა და აი ბოლოს მიხვედი იმ
მდგომარეობამდე, რომ გეჩვენება, სიყვარული არ შეგიძლია. ჩემი აზრით ამის მიზეზი ისაა, რომ თვით შეყვარებულობის
პერიოდშიც, თვით შენი გრძნობა ეგოიზმით იყო გაჟღენთილი - სიყვარული და საყვარელი ადამიანი გინდოდა იმდენად,
რამდენადაც შენ გჭირდებოდა. რაც შეეხება იმას, თუ რატო არ გაგიმართლა არც ერთში, თუნდაც ეგეთი დამახინჯებული
სიყვარულის დროს, როცა გარშემო ანალოგიურ სიტუაციაში იქნებ ბევრსაც უმართლებს, ეს არ ვიცი, მაგრამ რეალურად მადლობა გაქვს სათქმელი

და სანამ დამოკიდებულებას არ შეიცვლი, ალბათ არც მოვა.
სცადე ადამიანი გიყვარდეს არა იმიტომ, რომ შენ გჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მასში რაღაც ძალიან კარგი აღმოაჩინე,
სცადე დაკმაყოფილდე იმით, რასაც ის გაიმეტებს შენთვის. ასეთი მიდგომით შენ არასდროს წააგებ, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში სიყვარული სიყვარულს იწვევს