ჩემი აზრით
რაღაც ასაკში ადამიანი უნდა მივიდეს განვითარების იმ ეტაპამდე
როდესაც დაპირებების მიუხედავად გადაჭარბებულ იმედებს არ დაამყარებს, შესაბამისად
ნაკლები იქნება ტკივილი და განცდა როდესაც ისინი არ სრულდება (ან ვერ სრულდება)ასევე თავიდანვე უნდა შევეგუოთ იმ აზრს რომ ჩვენს გარშემო არიან ჩვეულებრივი ადამიანები
რომლებსაც ხშირად უცდებათ ფეხი, უშვებენ შეცდომას - ნურავის ნუ აკიდებ "ტვირთად" ნდობას,
იმიტომ რომ ნდობა ხშირად გადადის რაღაც სიმძიმეში რომლის თრევასაც სხვებს ვაიძულებთ მთელი ცხოვრება.
უნდა ვიცოდეთ გამიჯნვა - ვის როგორი და რამდენი "ტვირთი" შეუძლია აიტანოს.. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები,
მაგრამ თუ ნაკლები ეს არანაირად არ ნიშნავს იმას რომ ის ნაკლები ადამიანია და ნაკლებად იმსახურებს სიყვარულს.
ნდობა უნდა იყოს სიამოვნება "ობიექტისათვის", ანუ მაგალითად ავიღოთ პრიმიტიული მაგალითი
-მე ჩემი 6 წლის ბიჭს არასოდეს არ ვეტყვი რომ მე შენ გენდობი შენ სულ ხუთიანებს მიიღებ სკოლაში!
... სამაგიეროდ აუცილებლად ვეტყვი - მე შენი იმედი მაქვს რომ როდესაც თამაშს მორჩები დისკებს აუცილებლად შეინახავ რომ არ გაფუჭდეს ... და ისიც ბედნიერია რომ მას ენდნენ .. და რომ მან ეს ნდობა გაამართლა ..
მომავალში კი სურვილი ექნება რომ მის მიმართ მეტი ნდობა გამოხატონ და მეტი გააკეთოს იმისათვის რომ
მას ენდობოდნენ.
... პრიმიტიული მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ ყველა ბავშვები ვართ შინაგანად, ქვეცნობიერად, ვიზრდებით
მაგრამ საბოლოოდ მაინც ის პრიმიტიული-ბავშვური ინსტინქტები გვრჩება ქვეცნობიერში ღრმად დალექილი,
თუნდაც შეზღუდული და ჩახშული ჩვენს მიერ (გავიზარდე და ბავშვი ხომ აღარ ვარ პრინციპით), მაგრამ მაინც
გვრჩება.
გადავიდეთ ნაკლებ-პრიმიტიულზე
ქმარი/ცოლი, შეყვარებული - შეიძლება ვენდო? მიღალატებს? მიმატოვებს? ... აზრი აქვს რო ამაზე ფიქრს?
თავად ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული რომ იგივეს არ გააკეთებთ? არის რაღაც ასაკი როდესაც
კატეგორიულად იტყვი არა და დარწმუნებული ხარ საკუთარ სიმართლეში, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ
ხვდები რომ გამორიცხული ცხოვრებაში არაფერი არ არის - ესეთია ადამიანის ბუნება .. და ამ რაღაც ასაკში
ამ აზრამდე მიდიხარ არა იმიტომ რომ მეტად ირყვნები, მეტად ისვრები, მეტი ხდება შენთვის დასაშვები
... არა უბრალოდ მიდიხარ ამ აზრამდე იმიტომ რომ გამოცდილება გაჩვენებს არ არსებობს მარტო თეთრი და შავი,
არ არსებობს მარტო მართალი და მტყუანი, ხშირად არის რაღაც შუალედურიც, ნაცრისფერი, ცხოვრებაში ყველაფერი
ხდება - და კიდევ ერთხელ - არასოდეს არ თქვა არასოდეს!
ხოდა აქედან გამომდინარე დავუშვათ რომ თქვენმა ქმარმა/შეყვარებულმა სრულიად შესაძლებელია
ოდესმე სხვა შეიყვაროს, ან უბრალოდ გიღალატოთ, ან უბრალოდ ერთ დღეს მიხვდეს რომ მას თავისი გზა აქვს
ცხოვრებაში თქვენს გარეშე გასავლელი და უბრალოდ წავიდეს.
... რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ შეიძლება არც მოხდეს, ხოდა მთელი ცხოვრება იმაზე
ტანჯვა რომ ეს მოხდება თუ არ მოხდება, მიღალატებს თუ არ მიღალატებს, წავა თუ არ მიმატოვებს თქვენთვის
ტანჯვის მეტს არაფერს არ მოიტანს.
დატკბით თითოეული დღით, საათით, წუთით ერთად,
გადადეთ გვერდზე ეს ოხერი ეჭვები - ხვალინდელ შესაძლო პრობლემებზე იფიქრეთ ხვალ
დღეს კი უბრალოდ გიყვარდეს ერთმანეთი ისე თითქოს ეს პირველი/უკანასკნელი დღეა!
... გამიგრძელდა სათქმელი, იმედია მაპატიებთ!