მე არ მომწონს სლავი ქალები
საქართველოშიც შეიძლება მოძებნა ისეთის როგორიც გინდა

მხოლოდ ძებნაა საჭირო...
არც შედარება მომწონს. ფიზიკურობა ისეთი რაღაცაა რასაც ერებს შორის ვერ შეადარებ.
აკაკის სიტყვები მახსენდება "მარტო წვრთნა რას უზავს თუ ბუნებამც არ უშველა"
საწყის ეტაპზე ბუნება მეტნაკლებად თანაბარია. აი წვრთნა განსხვავდება.
შეიძლება ითქვას ქართველი ქალი არ ცდილობდა ზედმეტად თავის მოვლას. ქართველ კაცს ხო ის "ქალიშვილი" კარგი "ოჯახის ქალი" და ა.შ. ჭირდებოდა
დანარჩენს 37 მანეთი აძლევდა.
ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში ხოდა ეხლა რატომ გვიკვირს რომ სლავი ქალები უკეთესად უვლიან თავს და სხვა თანაბარ პირობებში "უკეთ გამოიყურებიან"
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე პირადად ძალიან ვამჩნევ ამ მხრივ გაუმჯობესებას. თუ 10 წლის წინ 1 გოგო მოგეწონებოდა ქუჩაში 5 წლის წინ ეს რიცხვი 5ჯერ გაიზარდა.
ბოლო რამდენიმე წელია ძალიან გალამაზდა "ქართველი გოგო" და მგონი ბიჭიც. ბოლო ბოლო ვარჯიში დაიწყეს თავს უვლიან ეპილაცია და ა.შ.
წლიდან წლამდე ვამჩნევ ამ "გაუმჯობესებას". თქვენ ვერა?!
აი ნახეთ 5 წელიწადში აღარც იარსებებს "სლავი ქალის ფენომენი"

პ.ს. ქართველი ლამაზი გოგო ასი თავით მირჩევნია სლავ ლამაზ გოგოს

პ.პ.ს. საშუალო სტატისტიკური სლავი ქალი საშუალო სტატისტიკურ ქართველ ქალზე ლამაზი მხოლოდ იმიტომაა რომ თავს უვლის უკეთ.
აბა ქართველებო "ჩავუდოთ" უცხოელებს?

თავს მოვუაროთ