ბრძოლას მაშინ აქვს აზრი თუ შედეგი ექნება, თუ არადა რა საჭიროა
ჩემი და დედაჩემის/ბებიაჩემის თითქმის ყოველდღიური დიალოგი:
-სად დაწანწალებ?(ეს თუ 11-მდე მივედი)/სად დაეთრევი?(ეს თU 11 საათის მერე)

-აუუუ ხო იცი რეპეტიციაზე ვიყავი
-მე კი ვიცი მარა ვინც დაგინახა რომ 12ზე შემოხვედი სახლში, იმან იცის?
-და რაში მაინტერესებს, მთავარია მე და შენ ვიცით, მეზობლების აზრები მე არ მაღელვებს
-მასე ქუჩის ქალები და ბოზები აზროვნებენ
-ხო მარა შენ და მე ხომ ვიცით რომ მე არ ვარ ქუჩის ქალი და ბოზი
-მე კი ვიცი რომ არ ხარ, მაგრამ ვინც დაგინახა იმან იცის?
-თუ ვინმე ჩემი პირადი ცხოვრებით ასეა დაინტერესებული, მაშინ გაიკითხავს და გაიგებს რომ სამეცადინოდ დავდივარ.
-რამე რომ შეგემთხვას, სხვებს რას უყურებ, იმათ პატრონი ყავთ, შენ კი ობოლი ხარ, ვინ მოგხედავს
-კი მარა ღმერთმა ყველა დაიფაროს და "რამე რომ შეემთხვას", იმ "რამის" მომენტში ყველა მარტოა და რა მნიშვნელობა აქვს მამა გარდაცვლილი ყავს თუ მამა უზის სახლში და ბიძების მთელი ბატალიონი
-შენ რამე უბედურებას გადაეყრები და გემიხსენებ მერე
-ოკ
ამ ბოლო დროს იმენა ვკაიფობ უკვე

და ყველაზე პრიკოლი იცით რა არის? 26 წლის ვარ 15 კი არა

ტი შტოოო! გუშინ მაგ ფეხმორთხმული ვჯდები დივანზე და ბებიაჩემი მეუბნება აშკარად შეწუხებული და შეშინებული სახით
-ვაიმე შვილო, რანაირად ჯდები, გეტკინება
გაოცებულმა შევუბღვირე
ცოტა ხანში კიდე ვჯდები და უკვე მიკივის მასე ნუ ჯდები ფეხი გეტკინებაო
-ქალო, მე არ ვგრძნობ? თუ მეტკინება არ დავჯდები... გიჟი ვარ?
კაროჩე მარაზმ რა, იმაშიც კი ერევა თუ როგორ უნდა დავჯდე

ისე მე არასდროს ვემორჩილებოდი არც დედას და არც ბებიას და მაგიტო პერსონა ნონ გრატად ვიყავი ოჯახში გამოცხადებული-ძაან ჯიუტი, უხეში, თავნება და მოურჯულებელი ადამიანის იმიჯი მაქვს ოჯახში
მარტო იმიტო რომ ეგეთ მარაზმულ გამოხტომებს და ბრძანებებს არ ვემორჩილები
არადა ადამიანურად რომ მელაპარაკება და მეურთიერთება ვინმე, ისეთი კამფეტკა ვარ, არავის სჯერა რომ რაიმე აგრესიის გამოხატვა, და საერთოდ უარყოფითი ემოციის გამოვლენა შემიძლია-უამრავი მეგობარი მყავს და ყველას ძალიან ვუყვარვარ(მემგონი)