მეორე დღეს ძალიან მენატრებოდა თუმცა საერთოდ არ დამირეკავს/არ დაურეკავს, და საღამოს ეს სიმღერა გამომიგზავნა. უსიტყვოდ. ყველაზე გულისამაჩუყებელი და შემძრავი სიმღერა ამ ქვეყანაზე

და მერე, მერე მითხრა - მეც მენატრებოდიო...
მაშინ ძალიან ლამაზი ჩანდა ჩვენი მომავალი ურთიერთობა და შეგრძნებაც ეგეთი იყო.
ახლა ათასში ერთხელ ვუსმენ, როგორც რაღაც განსაკუთრებულს და სულ იმ საოცარ შეგრძნებას მახსენებს.
ერთადერთი სიმღერაა ეგეთი.
დანარჩენი რომანტიკული ზაიობები არ მქონია.
ამდენი ვილაპარაკე და სიმღერას არ დავდებ, შემთხვევით არ შემოიხედოს