შეყვარებული არ მყავს და საერთოდაც მოწონების გარდა არანაირი გრძნობის მჯერა ქალის და კაცის ურთიერთობის ჩამოყალიბების და განვითარების ფარგლებში ზოგის გადმოსახედიდან სამწუხაროდ,ზოგისთვის კი საბედნიეროდ(ამ მეორე კატეგორიაში შემავალი ხალხის რაოდენობა შედარებით მცირეა გასაგები მიზეზების გამო,თუმცა ეს მარტო საქართველოში მცხოვრები გოგონების ხასიათიდან და აზროვნების წესიდან გამომდინარე სულაც არა,მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში ასე უყურებს გოგოების დიდი ნაწილი ბიჭს ალბათ

)თუმცა ეს საკმაოდ ძველი ამერიკული სიმღერა,რომლის კლიპის ვიდეოსაც იუთუბიდან აგერ ვსვამ,რათა მოისმინოთ და უყუროთ,მახსენებს გერმანიაში პირველად ყოფნის დროს,როცა სამყაროს და საპირისპირო სქესსაც სხვანაირად აღვიქვამდი და ვაფასებდი(იმ ერთმა თვემ დიდწილად განსაზღვრა ჩემი გემოვნება და ცნობიერება გოგოებთან კავშირის გაბმის საკითხთან დაკავშირებით).ლამისაა უცხარესი ცრემლებით ვიტირო,ისეთი დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი იმ დროის თუნდაც ერთ კვირას,ჯანდაბას,ნუ იქნება ერთი თვე.

პ.ს.რამანწიკ ნისჩასტნი,ბლიაძ...როგორც ერთი ჩვენი თანაფორუმელი იტყოდა ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ დიდი ალბათობით.
This post has been edited by kalebind on 18 May 2011, 15:49