Natosha შენ ეს თემა ძალიან გაწუხებს ეტყობა თორე ამდენს არ დაწერდი

მერე , რომ ამბობ მე ისეთი მაგარი კაცი მყავს
გვერდშიო მე ისე მაგრად აღმზარდესო, მე ისეთი ბედნიერი ვარო, აი შენს გახსნილ თემაში ჩანს თუ რამდენად
გტკივა ის, რომ კაცი ქალზე მაღლა დგას უფლებებით, მე არანაირად არ მივეკუთვნები იმ ქართულ ტრადიციათა მომხრე
გოგოების სიას მაგრამ იმ ფაქტს ვერსად ვერ გაექცევი, რომ კაცი ქალზე ძლიერია

კაცი ირჩევს ქალს, კაცი ფიზიკურადაც
უფრო ძლიერია, ეხლა ფემინისტკები თუ დაიწყებთ კარატისტკობა, ბოქსიორობას არვიცი, მაგრამ ბუნებამ ესეთი
შექმნა კაცი ფიზიკურადაც უფრო ძლიერი, და თუნდაც ის, რომ კაცი ირჩევს ქალს ეს მარტო საქართველოში არ ხდება

არ ვარ იმის წინააღმდეგი , რომ ქალმა გადადგას პირველი ნაბიჯი კაცთან მოწონება - სიყვარულის ამბავში მაგრამ
საბოლოოდ მაინც კაცმა უნდა მოიპოვოს ქალი, კაცს მოყავს ქალი ცოლად და არა ქალს, კაცს აქვს უამრავი არჩევანი და
ურთიერთობაც უამრავ ქალთან ქონია, ნებისმიერ ქვეყანაში ესეა არამარტო საქართველოში ... კალიცოზე დაგეშილები
მარტო საქართველოში არ არიან რუსეთშიც არიან და ნებისმიერ ქვეყანაში

ნუ გადააბრალე ყველაფერი საქართველოს რა ..
ქალებიც არიან შტერები და კაცებიც, და ეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა იცის ... დეგენერატის მეტი მაგას არავინ არ იტყვის
ქალი დებილი არსებააო, და შენც ამ დეგენერატების აზრზე რატომ იშლი ნერვებს? ეტყობა ძალიან გეწვის

შენ რა გინდა
თქვა , რომ ჭკვიან ქალს ჭკუა არ უფასდება ? ან ის , რომ თქვი ესე თვლიან მთავარია ქალი ლამაზი იყოსო და კუხნაში იჯდესო
ვინ მოგატყუა? მიმოიხედე შენს ირგვლივ მარტო ერთეულებს თუ ყავთ ლამაზი ცოლები!!! საქართველოს ნუ აბრალებ კიდევ
იმას , რომ აი ქალი არ გათხოვდა და რაღა ეშველებაო ესე თვლიანო , თუ წარმატება და კარიერაა ყველაფერი , მერილინ მონროს
მთელი მსოფლიო უბედურ ქალად რატომ მიიჩნევდა ?

იმიტომ კი არა , რო თავი მოიკლა არამედ იმიტომ, რომ ვერ შედგა როგორც
ქალი, ინტერვიუში თქვა ესეთი ფრაზა მეგონა , რომ კარიერა + წარმატება იყო ყველაფერი მაგრამ მივხვდი , რომ ქალისთვის
მთავარი მყარი ოჯახია რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებო და ჩემი ყველაზე დიდი ოცნება შვილიაო, ერთ ქმარს
ხო გაშორდა მეორესთანაც არ გაუმართლა და უშვილოდ წავიდა ამ ქვეყნიდან, ამიტომაა , რომ ამბობს მთელი სამყარო უბედური
იყოო, საყვარლის სტატუსი დამიჯერე არცერთი ეროვნების ქალს არ აწყობს, არც ქართველს არც რუსს არც ინგლისელს .. ეინ რენდის
ინტერვიუები თუ გაქვს წაკითხული (ფილოსოფოსია) სულ იმას გაიძახოდა ქალსაც შეუძლია ზიდოს აგურებიო, ქალიც შეიძლება
მძღოლი იყოსო, მთავარია ტვინი , კარიერა და პატივმოყვარეობაო, და კიდევ იმას გაიძახოდა ქალმა თავი არ უნდა დაიკნინოსო კაცის
წინაშეო, თავი მსხვერპლად არ უნდა შესწიროს ოჯახს კაცს და აშ... მაგრამ ერთერთ ინტერვიუში , რომ კითხეს იარაღი, რომ მიუშვიროს
ვინმემ თქვენს ქმარს რას იზამთო ( აუცილებლად ეს ტყვია მომაკვდინებელი , რომ იყოსო ) ეინმა უპასუხა გადავეფარები და მე
მოვკვდეო

რატომო კითხეს თქვენი ფილოსოფია ხომ იმას ქადაგებს , რომ ადამიანი გრძნობებს და კაცს არ უნდა შეეწიროსო, ეინმა
დაბნეულად უპასუხა მე ამ შემთხვევაში ჩემს ეგოზე ვზრუნავ იმიტომ , რომ ის თუ მოკვდება მის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ იქნება
წარმატებულიო

რა გამოდის ?გამოდის , რომ ქალი რომელიც მთელი ცხოვრება იმ ფილოსოფიას მოძღვრებდა სადაც გონებაა მთავარი და
არა გულიო , გამოდის , რომ არჩევანის წინაშე , რომ მდგარიყო თავის გონებასაც, ტვინსაც კარიერასაც სწირავდა ქმარს !!!
ეხლა შენ გამოიტანე დასკვნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი ქალისთვის, თუნდაც "ფემინისტისთვის"