ამბები.გე-ზე დაიბეჭდა გიორგი არველაძის მეუღლის ალინა არველაძის ინტერვიუ, ამოვკრიბე ის ნაწყვეტები სადაც ალინა ქართველ გოგოებზე საუბრობს, საუბრობს კი არა - გონზე არ ხართო

"თბილისი ლაივის" პროდიუსერმა, მომხიბვლელმა ალინა არველაძემ, მეუღლე, "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიცნო, საქართველოში გამოჰყვა და დარჩა კიდეც...
ალინა გვიამბობს ....... რას ვერ აფასებენ ქართველი ქალები უკრაინელებისგან განსხვავებით
- რატომ მოგწონთ უკრაინელ ქალებს ასე ძალიან ქართველი კაცები და პირიქით?- უკრაინელ გოგონასთან ურთიერთობა უფრო ადვილია. ქართველი ქალები კი ამბიციურები ხართ, ბავშვობიდან ყურადღებას მიჩვეულები. ამიტომ ჯენტლმენობა და მამაკაცური საქციელი თქვენთვის არაფერს ნიშნავს, ჩვენ კი ამას ძალიან ვაფასებთ. უკრაინელი მამაკაცი თავს ქალად ვერ გაგრძნობინებს... ჩვენ არ გვიჭირს სიყვარულის გამოხატვა და მამაკაცზე ზრუნვა - საუკეთესო თუ არ იქნები, შენზე უკეთესი სხვა გამოჩნდება, ჩვენ კი გვინდა, საყვარელი მამაკაცისთვის ყველაფერში საუკეთესოები ვიყოთ. თქვენთან კი ქალები, პირიქით, ამ ყველაფერს კაცისგან ითხოვენ.
- რით მოგხიბლა გიორგიმ?-
სიურპრიზებს რომ დავლოდებოდი, დღეს მისი ცოლი არ ვიქნებოდი (იცინის). გიორგის არ ახსოვს ღირსშესანიშნავი თარიღები, თუმცა შეუძლია, ნებისმიერ სხვა დღეს მოგიძღვნას საჩუქარი - მოუნდეს და იმიტომ. მე უფრო ყურადღებიანი ვარ, მისგან კი ბევრს არ ვითხოვ.
- ხომ არ ეჭვიანობს?- ეჭვიანობს, მაგრამ ზომიერად. საბაბს არ ვაძლევ, ყველგან გადამღებ ჯგუფთან ერთად დავდივარ. ან - ვინ რას გამიბედავს (იცინის). სხვათა შორის, მოკლე კაბით რომ მხედავს, არ ბრაზობს. პირიქით, ის უფრო არ უყვარს,
ჩვეულებრივად რომ გამოვიყურები - თბილისელ გოგოს ემსგავსებიო. მე უფრო ეჭვიანი ვარ. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ყველაზე ვეჭვიანობდი, ვერ ვხვდებოდი, რატომ ეუბნებოდნენ, საყვარელოო, - ასე, ჩვენთან მხოლოდ საყვარელ კაცს მიმართავენ;
ვამოწმებდი მის მობილურს, კომპიუტერს... ახლა ამ ყველაფერს მივეჩვიე.
- რაზე კამათობთ ხოლმე?- ვკამათობთ, როცა მის საქმეში ვერევი. ლანძღვაზე არ გადავდივართ. რატომ მითხარი ასე, რატომ მოიქეცი ასე, - ეს არის სულ ჩემი ჩხუბი. მერე გიორგი
ჩემს ადგილს მიმითითებს ხოლმე (იცინის) და მეც ვჩუმდები.
უკრაინელმა ქალმაც - არ ვარგიხართოოოო.... ჩვენ უფრო მაგრები ვართო

აგერ ფოტოც

თუ საჭიროა მოდერ სლავი ქალების თემას მიუერთე