#32510764 · 11 Aug 2012, 11:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (toto @ 10 Aug 2012, 17:26 ) | | ყველა სარწმუნოება პატივისცემს იმსახურებს და ზოგადად რელიგია სიკეთეს და სიყვარულს ქადაგებს.... |
მართალი ხარ ყველა რელიგია იმსახურებს პატივისცემას, თან სამი ჭეშმარიტი რელიგია არსებობს ისლამი, იუდაიზმი და ქრისტიანობა.ღმერთი ერთია და მოციქულები სხვადასხვა. დუბაიში ძალიან ბევრ კეთილ მუსულმან ადამიანს შევხვდი ამ წლების განმავლობაში, რომლებიც უფრო მეტად დამდგომიან გვერდში როცა გამიჭირდა და ქართველმა მენეჯერმა ისე გამომიშვა სამსახურიდან რომ ბოლო ხელფასიც არ მომცა. ქუჩაში დავრჩი უფულოდ უვიზოდ და უსახლოდ, მაგრამ ერთი წამითაც არ გამჭირვებია, იმიტომ რომ გვერდში მედგნენ მეგობრები რათქმაუნდა არაქართველი თუ ორ ჩემს დაქალს არ ჩავთვლი. მე ვგულისხმობ მამაკაცებს, რომლებიც ასე დებენ თავს ქართველობაზე და ვაჟკაცობაზე ერთს არ დაურეკავს და უკითხავს რამე ხომ არ მიჭირდა. მოკლედ ამით იმის თქმა მინდოდა რომ მუსულმანებშიც ძალიან ბევრი კეთილი და სინდისიერი ადამიანია, ერთი პერიოდი კინაღამ შემიყვარდა კიდეც ერთი მუსულმანი ბიჭი ოღონდ ჩერქეზი. ძაან კარგი ადამიანია, მაგრამ მას მერე რაც გავიგე რა უწერიათ ყურანში უკან დავიხიე. მოკლედ ყურანში აღწერილია ქრისტეს ვნებანი. თურმე ქრისტე კი არ ეწამა ჩვენთვის არამედ უფალმა სახე უცვალა იუდას და აქცია იესო ქრისტედ რათა გადაერჩინა თავისი შვილი ამ სატანჯველისაგან და ქრისტეს მაგივრად ეწამა იუდა.რათქმაუნდა ამის პირდაპირი მტკიცებულება არ აქვთ , მაგრამ მათმა მოციქულმა მოჰამედმა ასე ჩაწერა ყურანში. ეს რომ გავიგე სასტიკად ავღშფოთდი და ვიჩხუბე, როგორ შეგიძლიათ ასეთი მკრეხელობა ჩაწეროთ და ჩირქი მოსცხოთ ქრისტიანულ რელიგიას და შებღალოთ ჩვენი რწმენა მეთქი, შოკში ვიყავი ეს რომ გავიგე. მთელი ქრისტიანული სამყარო ვისაც კი ღმერთსი და უფალი იესო ქრისტესი ჯერა წამს ქრისტეს წამება., მათ შორის მეც და ბევრჯერ მითქვამს აქაური მუსულმანებისთვის, როცა დაუსვამთ კითხვა რატომ არ შევიცვლიდი რელიგიას და გავხდებოდი მუსულმანი,ა ამაზე მაქვს ერთი ცალსახა პასუხი, მე ვერასდროს ვუღალატებ ქრისტეს რომელიც ჩემთვის ეწამა, ეს ჩემი სიკვდილის და დაკნინების ტოლფასი არის და წარმოიდგინეთ ყურანი მილახავს ამ რწმენას და ქადაგებს რომ სავარაუდოდ ქრისტე კი არ ეწამა არამედ იუდა , ეს არის არამარტო ქრისტეს ცხოვრების შებღალვა არამედ ბიბლიის უგულვებელყოფა, ისტორიის უგულვებელყოფა, სადაც გარკვევით არის აღწერილი ქრისტეს ვნებანი და ასევე ის თუ როგორ მოიკლა თავი იუდამ. ამ ყველაფრის მერე მივხვდი რომ მე ვერ შევქმნიდი მყარ ოჯახს იმ ადამიანთან რომელიც ცდილობს ჩაკლას რწმენა იმისა რომ ქრისტე ჩვენთვის ეწამა, ჩვენი სულების გადასარჩენად.
|