უხსოვარი დროიდან სოციოლოგები ამტკიცებენ , ციფრებს დებენ , რომ ჭკვიან ქალს ერიდებიან

მოსწონს ის ვინმეს არ მოსწონს , ეგ არაა მთავარი.
სულელთან ადვილია

ის ბუნებრივად მიმზიდველია და შეუძლია, ცხოვრების დინებას მიჰყვეს. უღირს საქციელსაც კი მიუტევებენ, ამბობენ, - სისულელით მოუვიდაო. უსიამოვნო სიტუაციებს ოსტატურად არიდებს თავს და რამდენად უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ერთადერთ სწორ გზას პოულობს.

, იღბლიანია - წარმატებით თხოვდება და ბედნიერადაც ცხოვრობს - რადგან მზად არის, ყველაფერი მოითმინოს, ყველა კითხვაზე მზად აქვს პასუხი, მას არ ღრღნის ეჭვები და მუდამ დარწმუნებულია თავის განუმეორებლობაში. პრობლემების გაჩენისას იბნევა, ბედზე ჩივილს იწყებს და ცრემლებს აღვარღვარებს. მის მიმართ გარშემო მყოფები სიბრალულულით ივსებიან და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. ის როგორც წესი, მშვენივრად გამოიყურება, სილამაზის სალონში ბევრ დროს ატარებს და საყვარელს თუ მეუღლეს სიამოვნებით ყვლეფს.
როგორც ყოველდღიურობა გვიჩვენებს სულელს ცხოვრება ეიოლება.
რას აკეთებს ჭკვიანი ?

იგი გარეგნობით ნაკლებად მანიპულირებს და წინ პიროვნულ ღირსებებს წამოსწევს, მას შეცდომებს არასოდეს აპატიებენ, იცის
და იმის შიშით, რომ შეცდომა არ დაუშვას, ყველა ნაბიჯს ასჯერ აწონ-დაწონის, ამასობაში კი ხშირ შემთხვევაში გაუგებარ სიტუაციებსა და ინტრიგებში ეხვევა, თანაც სერიოზულად და ხანგრძლივად. ჭკვიანი ცხოვრებაში თვითდამკვიდრებას ცდილობს და ქორწინებაში მთავარ კრიტერიუმად ქმრის პატივისცემას მიიჩნევს. ის არასდროს ტირის, ცდილობს, სირთულეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, პრაქტიკულია, იცის ფულის ყადრი, არასდროს ფლანგავს მას და ხშირად, საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ეუბნება.
მაგრამ ჭკვიან ქალს ერთი დიდი უპირატესობა აქვს:
მას ყოველთვის ეყოფა ჭკუა საიმისოდ, რომ სულელის ნიღაბი მოირგოს , რაც სულელს არასდროს გამოუვა
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.